ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Monthly Archives: დეკემბერი 2017

როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება. სამეგრელო სამეგრელოში ახალ წელს კალანდობას უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვ სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“. ...

Read More »

დაფიქსირდა 4,6 ბალიანი მიწისძვრა

საბერძნეთში, ათენიდან 79 კილომეტრის დაშორებით ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მიწისძვრა მოხდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 4,6 ბალი იყო. ამ დროისთვის მსხვერლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

31 დეკემბერს მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. ახალი წლის ღამეს, „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს მეტროსასადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ. რაც შეეხება მეტროს, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომები რეგულირების სამაგალითო მოდელად აღიარეს

ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი (Supervisory and bank stress testing: range of practices), რომელშიც შეჯამებულია საერთაშორისო პრაქტიკა ბანკების სტრეს-ტესტირების პროცესთან დაკავშირებით. მასში აღწერილია სხვადასხვა რეგულატორის მიდგომები ცალკეული მიმართულებით და განხილულია რამდენიმე ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა სამაგალითო მოდელად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის (ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი) საქართველოს ეროვნული ბანკის სტრეს-ტესტების ...

Read More »

რკინიგზამ ახალი წლისთვის დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზა” საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე. მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები. აღნიშნულ პერიოდში ქალაქ ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად,  მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამის მაგივრად,  ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს ...

Read More »

შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების იმ ნაწილს, რომელიც დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს: „შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“ – აღნიშნულია მიმართვაში.

Read More »