ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: იანვარი 5, 2018

რაგბი – 2017 წლის საუკეთესო მომენტები (ვიდეო)

YouTube არხ Rugby TributesHD-ზე წლის შემაჯამებელი ვიდეო დაიდო, რომელიც პირველი რანგის სანაკრებო და საკლუბო ტურნირებს ეხება.

Read More »

შესაბამის სამსახურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ – ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით ტერორისტული დანაშაული არის ყველაზე რთული და ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. “თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი ...

Read More »

2017 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა

ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური. 2017 წელს ტურისტების რაოდენობა 27.9%-ით გაიზარდა. იანვარ-დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებიდან: გაერთიანებული სამეფო +39.9%,  ნიდერლანდები +31.1%,  ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6%  გერმანია +25.7% ასევე აშშ-დან + 24.5% ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში ...

Read More »

2017 წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2017 წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76. 7 მლნ ბოთლი. 2016 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა. ღვინის ექსპორტის ზრდა ძირითად საექსპორტო ქვეყნებში: საფრანგეთი – 178%  ისრაელი – 150%  მონღოლეთი – 82%  რუსეთი – 76%  აზერბაიჯანი 75%  აშშ – 56%  ბელარუსი – 56%  უკრაინა – 46% ჩინეთი – 43%  გერმანია – 38%  ლატვია – 20%  ...

Read More »

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის 2 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით ...

Read More »

ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge საშუალებით. აღნიშნულ ...

Read More »

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ...

Read More »