ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: იანვარი 10, 2018

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ვაკის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს. ისნის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »

ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ – თამთა მიქელაძე

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, თემირ მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე საუბრობს. მისი განცხადებით ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ მაჩალიკაშვილის მიმართ ჩაიდინა. “ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ. ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. ამ საქმეში პრობლემურია, როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე, ...

Read More »

2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა

2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში. „2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა,რომელთაგან 3 097 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. 3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან ...

Read More »

აპარატი გამორთეს და შვილი მომიკლეს! ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ! სტრასბურგამდე მივიყვან საქმეს – მაჩალიკაშვილის დედა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. „აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

Read More »

უამინდობის გამო რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

წუხელ შექმნილმა უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. ძლიერმა ქარმა ხაშურში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილას იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახური სურამში მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას. ადგილზე ამ ...

Read More »

2018 წელს პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარება – კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, 2018 წელს პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გახდეს. „გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვიცით, რომ ამ ...

Read More »

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა

თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში თურქეთში 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. 90 დღის გასვლის შემდეგ კი, მათ ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.

Read More »