ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: იანვარი 13, 2018

ქუთაისი-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

Read More »

რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან. რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა ...

Read More »

4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ირანი-ერაყის საზღვართან მაგნიტუდით 4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის წყნარი ოკეანის სეიმსური ცენტრი იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, ადგილობრივი დროით ღამის 03:33 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ირანის ქალაქ ილამსა და ერაყის დასახლებულ პუნქტ მენლეს შორის მოხდა.

Read More »

„დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. პოლიციის ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »