ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: თებერვალი 4, 2019

ვითომ ვიყო მშვიდად “ყასტრანსგაზის” შემოწმებულის იმედად? – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჩემი ფსიქოზის აფეთქების შემდეგ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, არც ერთი დღე და არც ერთი ღამე აღარ დამიტოვებია ფანჯრები დახურული მინიმუმ ორ ოთახში, დღეს გამოვიძახეთ ,,ყაზტრანსგაზი,, ,შეამოწმეს და გვითხრეს, შეგიძლიათ დახუროთ ფანჯრები და მშვიდად დაიძინოთო, ხოდა, ვითომ ვიყო მშვიდად ამათი შემოწმებულის იმედად?“ – წერს გრიგოლია.

Read More »

„ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე“

მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი სოაციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან ...

Read More »

პირი, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე ფარული ჩანაწერის ატვირთვას ედავება, სააპელაციოში ჩივის

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის უფლებადამცველმა სააპელაციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც გამოძიება ფარული ვიდეოჩანაწერის ატვირთვას ედავება, ვებგვერდზე ვიდეო არ გამოუქვეყნებია და შესაძლოა მისი ანგარიში, ანუ ე.წ. იუზერი სხვამ გამოიყენა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე უფლებადამცველი დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ...

Read More »

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება. „სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2018 წლის ბოლოსთვის ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და სადგურების მოწესრიგების მიმართულებით. დღეს ...

Read More »

სააკაშვილს რადიკალურად შეცვლილი პენიტენციური სისტემა დახვდება საქართველოში – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას რადიკალურად შეცვლილი პენიტენციური სისტემა დახვდება: “თუ სააკაშვილი საქარველოში ჩამოვა, მას დახვდება რეფორმირებული პენიტენციური სისტემა, რომელიც რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ” – განაცხადა კობახიძემ.

Read More »

ავტომობილების დაზღვევის არქონის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი აღნიშნული დაზღვევის არქონის შემთხვევაში დაჯარიმდება. „სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის – ...

Read More »

ტემპერატურა +21 გრადუსამდე მოიმატებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს ...

Read More »