ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: თებერვალი 12, 2019

ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება

ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მარგველაშვილისთვის დაცვის შენარჩუნება საჭიროების მიხედვით მოხდება. „თუ იქნება საფრთხეები არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას დაცვა აუცილებლად შეუნარჩუნდება” – განაცხადა ჩუბინიძემ.

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქართველოში ტყის ხანძრების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქართველოში ტყის ხანძრების 2014-2018 წლების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელი ტყის ხანძრის 241 შემთხვევა მოხდა, 2015 წელი – 291 შემთხვევა, 2016 წელი – 132 შემთხვევა, 2017 წელი – 494 შემთხვევა, 2018 წელი – 113 შემთხვევა დაფიქსირდა.

Read More »

ჩინეთში ვირტუალურ რელსებზე მოძრავი ელექტრომატარებელი გამოსცადეს (ვიდეო)

ჩინეთში ვირტუალურ რელსებზე მოძრავი ელექტრომატარებელი გამოსცადეს. ელექტრომატარებელი სენსორებითაა აღჭურვილი, რომელთა წყალობითაც მას მარშრუტის დადგენა და გავლა, გზის ხარისხისა და სიგანის მიუხედავად, შეუძლია.

Read More »

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ასათიანის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ლორთქიფანიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს. ვაკის რაიონი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ყიფშიძის, მიხეილ თამარაშვილის, იმედაძის, ირაკლი ...

Read More »

რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტის სატესტო გათიშვას გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტის სატესტო გათიშვას გეგმავს. ამით ის მომავალში შესაძლო კიბერომისთვის ემზადება. ტესტირების დროს ინტერნეტი გაითიშება საერთაშორისო დონეზე და კომუნიკაცია შენარჩუნდება ქვეყნის შიგნით არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის. კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტის სფეროში ტექნიკური ცვლილებები გაატაროს, პარლამენტში გასულ წელს შევიდა, ტესტირება 1 აპრილამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელ დღეს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მათი მიზანია ინტერნეტის რუსულმა სეგმენტმა ...

Read More »

იმათ მივმართავ ვინც მღვდლების ჯიპებს და ბენტლის აკრიტიკებს – სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “იმათ მივმართავ ვინც მღვდლების ჯიპებს და ბენტლის აკრიტიკებს. გინდა ნაცი იყავი გინდა ქოცი გინდა ნებისმიერი სხვა პარტიის წარმომადგენელი! თქვენი ლიდერების ქონებას დააკვირდით , რომელიც წლების მიხედვით გეომეტრიული პროგრესიით იზრდება! შევარდნაძის დროიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო გაზულუქებულები და გაზიპინებულები ხართ! მინისტრები, პარლამენტარები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები თუ სხვა! ნახეთ რა ქონებას ფლიბენ ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში – დაშავებულია ერთი ადამიანი

ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. მსუბუქი ავტომობილების შეეჯახების შედეგად ერთი პირი დაშავდა. დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Read More »