ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ივლისი 4, 2019

ცოტნე დადიანივით თაფლს ვერ წავისვამ და ვერ დავჯდები პროკურატურის წინ – ოქრუაშვილი

„2 კვირაა ვარკვევ და ვერ გავარკვიე სად და რატომ უნდა მივიდე, 10 დღე არ დამკავშირებია. 28-ში მე თვითონ დავუკავშირდი შსს-ს, შევატყობინე, 2-ში საქმეზე ვარ წასასვლელი-მეთქი“ – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქცია“-ში განაცხადა. „19-ში ვბრუნდები უკან. ესეც შევატყობინე. ცოტნე დადიანივით თაფლს ვერ წავისვამ და ვერ დავჯდები პროკურატურის წინ. იაფფასიანი სპექტაკლია ეს ყველაფერი. 20 ივნისამდე ვაპირებდი გამგზავრებას და ვერ წავედი, იმის მერეც ...

Read More »

აქციის მონაწილეებმა საბანკო ანგარიში გახსნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვისკენ მოუწოდებენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა სპეციალური საბანკო ანგარიში გახსნეს და მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვას სთხოვენ. მათი თქმით, ისინი საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად მანამ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

Read More »

“რაც თავი მახსოვს, სულ მიტინგია, უკვე სისხლში გაგვიჯდა ამის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვიძლია”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. “რაც თავი მახსოვს, სულ მიტინგია და სულ “გადადექი”, “წადი”, “ჯოს, ჯოს, ჯოს!” მესმის. ალბათ, უკვე სისხლში გაგვიჯდა ამის გარეშე ცხოვრება აღარ შეგვიძლია. არადა, როგორ მინდა, რომ საკითხს მოლაპარაკებით, მორიგებით ან უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოთი ვაგვარებდეთ” – წერს ჩანადირი.

Read More »

რუსთაველზე აქცია – კონცერტი იმართება

პროტესტის მე-15 დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი „არა ოკუპაციას“ იმართება. აქცია-კონცერტში სხვადასხვა თაობის მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობენ. აქციის მოთხოვნა – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ისევ უცვლელი რჩება.

Read More »

თამაზ ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის სოციალური ქსელის გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომლსაც ყბის ძვლები აქვს გატეხილი. ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ძაღლის წამების გამოძიებას მოითხოვს. „მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს !!! გუშინ სოფელ ჭოპორტში სადისტურად ნაწამები ჰასკის შესახებ კონფედენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ ჯალათის სახელი, გვარი და სურათი.  მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს მისი სახე, გვარი და სახელი, რადგან შსს-ოს იმედი ნაკლებად ...

Read More »

მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქე 2 ივლისს დააკავეს. ის 33 წლის მამაკაცია, რომელიც სტამბოლი-მინსკის ავიარეისით მგზავრობდა. კომიტეტის ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში 43 წლის ასაკის, სომხეთის მოქალაქის პასპორტით ჩავიდა. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცს ბელარუსში შესვლა აკრძალული ჰქონდა. სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მესაზღვრეებმა ერთ-ერთი მგზავრი პასპორტში გაყალბების ნიშნები აღმოაჩინეს. სპეციალური შემოწმების ...

Read More »

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, რამიშვილის, ატენის და არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, მესხის, სულხან საბას, თაბუკაშვილის, გერცენის, ქუთათელაძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, ლერმონტოვის, ამაღლების, ...

Read More »