ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ივლისი 8, 2019

“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ის, რაც გუშინ რუსთავი2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია – რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, ...

Read More »

“მივმართავ რუს ჟურნალისტებს თანახმა ვართ აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ჟურნალისტებს სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს პრეზიდენტის “გინებისკენ” მოუწოდებს. გთავაზობთ სტატუსს უცვლელად: “მივმართავ რუს ჟურნალისტებს. ჩვენ თანახმა ვართ ახლა თქვენ აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში” – წერს ჟურნალისტი.

Read More »

“გულისამრევია იმ ადამიანების ყურება, რომლებიც პუტინის დასაცავად ქართულ ტელევიზიას აქციას უწყობენ”

პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე გიორგი გაბუნიას რეპლიკას და ტელეკომპანიასთან გამართულ აქციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად გაბუნიას შეურაცხმყოფელი სიტყვებისა მაინც გულისამრევია იმ ადამიანების ყურება, რომლებიც პუტინის დასაცავად ქართულ ტელევიზიას აქციას უწყობენ. “გაბუნიას განცხადება ნამდვილად არ მომეწონა პროვოკაციის და უხამსობის შემცველი იყო აშკარად და დასაგმობია,თუმცა გულისამრევია იმ ადამიანების ყურება რომლებიც პუტინის დასაცავად ქართულ ტელევიზიას აქციას ...

Read More »

საგარეო საქმეთა სამინიტრო გიორგი გაბუნიას პროვოკაციაში და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთავი2-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მონოლოგს ეხმაურება: „მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის ...

Read More »

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმი.

Read More »

რუსული მედია – ქართველებმა აქცია პუტინის გინების გამო გამართეს

რუსული სააგენტო lenta.ru რუსთავი 2-თან გამართულ აქციას ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველებმა აქცია პუტინის გინების გამო გამართეს. სტატიაში წერია, რომ აქციის წევრები სამაუწყებლო კომპანიის ოფისთან გადაცემა P.S.-ში გასული მონოლოგის გამო შეიკრიბნენ, რომელიც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ წაიკითხა, თუმცა ეს არ ყოფილა არხის ოფიციალური პოზიცია. Lenta.ru ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებებზეც.

Read More »

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინაში მუსიკალური კონკურსი მოიგო

12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინაში მუსიკალური კონკურსი მოიგო. მოვიგეთ!!!!!🏆ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინის ახალი ხმა მოიგო!👏🇺🇦❤️🇬🇪 Gepostet von Eurovision Georgian fans am Sonntag, 7. Juli 2019

Read More »