ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ივლისი 10, 2019

ივანიშვილის ქონების ჩამონათვალი საქართველოში – ფაქტები და ციფრები

აღმოჩნდა რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ღარიბ ქვეყანას თავისი გამდიდრების წყაროდ იყენებს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ, უკიდურესი სიღარიბეა, მეორე მხრივ კი, უპერსპექტივობით დაღლილი ადამიანები ქვეყნიდან გარბიან. მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, იცოდნენ, პირდაპირი თუ ირიბი წესით, რა ქონებას ფლობს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი და რატომ გადააქცია მან საქართველო თავის ქარვასლად. იხილეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული ...

Read More »

აფეთქება ვარკეთილში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაშავებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ ...

Read More »

შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე – მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა დღეს 17 ადამიანი გადაარჩინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ...

Read More »

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8542 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9096 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0554-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2027 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2599 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0572-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5595 ლარია , ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში, ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ავარიის დროს ტრაილერი გადაბრუნდა, ორი მსუბუქი ავტომობილი კი დაზიანდა. შემთხვევის დროს გადაბრუნებული ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რა დროსაც ტრაილერი გზიდან გადავარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Read More »