ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ივლისი 16, 2019

მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

Read More »

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ბათუმში და ქ.ქობულეთში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის ...

Read More »

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში ავრცელებენ. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა.  კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4 274 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 105 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის ...

Read More »

კომერციული მოსყიდვის ფაქტი იმერეთში – დაკავებულია შპს-ს მენეჯერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ – ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო – სამეურნეო ...

Read More »

ცვლილებების მართვის მოწმობაში – ახალი წესები

მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად შესაძლოა, უფრო მეტი დრო მიეცეთ. ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან 1 კალენდარულ წლამდე იზრდება. „შესაბამისად, თუ არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 1 ...

Read More »

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღურება

კოპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. საბურთალოს რაიონი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, უდაბნოს, მონასტრის, პაპაშვილის, შალიკაშვილის, გვირილების, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური ...

Read More »

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8555 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8513 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0042-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2210 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2094 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0116 -ით გაუფასურდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5862 ლარია ...

Read More »