ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Monthly Archives: მარტი 2020

ბათუმში ერთ-ერთი ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმში ერთ-ერთი ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, აქვს ქრონიკული დაავადებაც. როგორც კლინიკა „მედალფაში“ განმარტეს, 70 წლოს კაცს რესპირატორული დისტრესსინდრომი აქვს, პაციენტს საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხირივი პნევმონია აქვს.

Read More »

,,შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც” – გიორგი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. მინდა ...

Read More »

ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია – შსს-ს განცხადება

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. “ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ...

Read More »

კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე, დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

Read More »

მთავრიბის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულიად წყდება

კორონავირუსი და საქართველო – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულიად წყდება.ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. მისი თქმით, ავიამიმოსვლა შეჩერდება ყველა კომპანიისთვის, საქართველოს ავიახაზების გარდა. ჩიქოვანი აზუსტებს, რომ დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს ავიახაზების ფრენები, რომელსაც საქართველოს მთავრობა კურირებს. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების ...

Read More »

ტრაგედია ზესტაფონში, სატვირთო მატარებელში – ხანძარს მექანიკოსი ემსხვეროლა

ზესტაფონში სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი, მექანიკოსი დაიღუპა. მატარებელი თბილისიდან ფოთში მიდიოდა. ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ვაგონი. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო ეკიპაჟი. ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

Read More »

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის და დარიალი-ლარსის (კმ126-კმ137) მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით ...

Read More »