ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: მარტი 11, 2020

“ისტორიაში პირველად საფრთხის ქვეშაა ღვთაებრივი ცეცხლის ცერემონია”

ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი, წერს: “ბეთლემის დახურვის მერე, ისტორიაში პირველად საფრთხის ქვეშ დადგა იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში დიდი შაბათის მსახურება და ღვთაებრივი ცეცხლის ტრადიციული მიღების მართლმადიდებლური ცერემონია (!)… ნეტავ ადამიანთა რამდენი პროცენტი ხვდება საერთოდ, სად ვართ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა ზღვართან აღმოჩნდა კაცობრიობა?…” – წერს საგინაშვილი.

Read More »

კორონავირუსით გერმანიის მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება – ანგელა მერკერი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. „ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვირუსი ტრიალებს, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია. ესე იგი, მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

Read More »

ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს

შედარებითი გამყარების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მეორე დღეა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 11 მარტის ვაჭრობა დოლარის 2.8550-ის კურსზე დაიწყო, ამ დროისთვის კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8925 ლარს შეადგენს. ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გაუფასურება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება, მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. ოფიციალური კურსით, დღეს ერთი დოლარი 2.8463 ლარი, ერთი ევრო კი 3.2274 ლარი ღირს.

Read More »

მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია – კობა გვენეტაძე

“მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. „კომერციულ ბანკებს არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ გადაუხდელი ვალები, ამიტომ უნდა მოხდეს გაანალიზება სიტუაციის თუ რა ეფექტი ექნება ამას და აქედან გამომდინარე, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კომერციულმა ბანკებმა. მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია, იმუშაონ თავიანთ კლიენტებთან, სხვადასხვა სექტორის წარმომადეგენლებთან, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროსთან ...

Read More »

უკრაინაში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო უკრაინაში კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა. კარანტინის რეჟიმი 12 მარტიდან 3 აპრილამდე იმოქმედებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება სასწავლო პროცესი, მასობრივი აქციების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და შეიზღუდება ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანასთან.

Read More »

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი დედასთან ერთად მოათავსეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტია მოთავსებული. ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. მათ შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ. „კორონავირუსზე გამოსაკვლევად არის შვიდი პაციენტი შემოყვანილი. გუშინ დღის განმავლობაში მიღებულ იქნა 7 პაციენტი, რომელბსაც აღენიშნებოდათ რესპირატიული მოვლენები. მათ ან პირდაპირ, ან ირიბად ჰქონდათ კავშირი საზღვარგარეთთან ჩამოსულებთან. ღამის 11 საათზე დამთვრდა ყველას ანალიზების ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტო საზ.კვების ობიექტებს მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს, აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე გაზარდონ, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით. „გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ...

Read More »