ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: მარტი 12, 2020

აქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება – საგანგებო განცხადება

საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს მაყურებლის გარეშე გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. „ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ, მიმართოთ ...

Read More »

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა. გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის ...

Read More »

იგეგმება თუ არა დღეს 23.00-დან 05.00 საათამდე ვეტმფრენით ქალაქის შეწამვლა?

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს დღეს, 23.00-დან 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა იგეგმება. „მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები. რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება ...

Read More »

14 მარტიდან ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით,  14 მარტიდან ე.წ. გამშვები პუნქტები იკეტება. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით გამშვები პუნტქის ჩაკეტვის მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. „იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 14 მარტის 20:00 საათიდან კეტავს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე გამშვებ პუნქტებს ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ენგურჰესის თანამშრომლების გამოკლებით“ – განაცხადა ბგანბამ.

Read More »

თვითიზოლაციის წესების დაცვაზე კონტროლი შსს-ს დაევალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე კონტროლი შსს-ს დაევალება. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომლებიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“ – განაცხადა გახარიამ.

Read More »

კრიშტიანო რონალდო კორონავირუსის გამო კარანტინის ზონაში მოათავსეს

კრიშტიანო რონალდო კარანტინის ზონაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. “იუვენტუსი ახორციელებს იზოლაციის ყველა პროცედურას, რაც მოთხოვნილია კანონის შესაბამისად- მიმდინარეობს თითოეული ადამიანის აღწერა და დაკვირვება ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი რუგანის” – ნათქვამია იუვენტუსის ოფიციალურ განცხადებაში.

Read More »