ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: მარტი 17, 2020

“უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული მეორე და მესამე პაციენტები კლინიკას დატოვებენ”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელების გასაკონტროლებლად ტესტი ჩაუტარდა და თუ განმეორებითი ანალიზების შემთხვევაში, მათი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ. „დღეს ჩატარდა მესამე პაციენტთან გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით გაკონტროლდება კიდევ. როცა ნომერ მეორე პაციენტზე ვსაუბრობთ, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ...

Read More »

უეფა – ევროპის ჩემპიონატის ბილეთებში გადახდილი ფული გულშემატკივრებს სრულად დაუბრუნდებათ

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ყველა გულშემატკივარს, რომელსაც ევრო2020-ის ბილეთები შეძენილი აქვს, მათი დაბრუნება შეეძლება. „უეფა არწმუნებს ევროპის ჩემპიონატის ბილეთების მფლობელებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2021 წელს თამაშებს ვერ დაესწრებიან, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდებათ უკან“ – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მარტს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კონტინენტის პირველობის ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

Read More »

Amazon-ი თითქმის ყველა პროდუქციის თავის საწყობში ტრანსპორტირებას აჩერებს

Amazon-ი აჩერებს თითქმის ყველა სახის პროდუქციის ტრანსპორტირებას დამოუკიდებელი გამყიდველებისგან თავის საწყობში. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა. შეზღუდვა არ შეეხება სამედიცინო და მაღალმოთხოვნად პროდუქტებს. გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს იმ მცირე ბიზნესებსა და დამოუკიდებელ გამყიდველებზე, რომლებიც იყენებენ და ეყრდნობიან Amazon-ისსაწყობს თავიანთი პროდუქტების შესანახად და გადასატანად. „ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ცვლილება ჩვენი გამყიდველი პარტნიორებისთვის და ვაფასებთ მათ მიერ გაგებით მოკიდებას ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ...

Read More »

ჩაშლის თუ არა კორონავირუსი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას

„საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილების პროექტი არ განიხილება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია ახლავე დაიწყოს საყოველთაო განხილვის პროცესი და ათვლილი იქნას ის ერთვიანი ვადა. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ცვლილებები კონსტიტუციაში ვერ შევა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა” – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან” იმაზე საუბრისას, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ...

Read More »

გააზიარეთ! გეძლევათ ლოცვა კურთხევა – ილია მეორე

„გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა “სიკვდილის ვირუსი”. ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი“ – თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავიანთ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ. „ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს ჩვენ. გამოჩნდა ...

Read More »

ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტის განცხადებით მსესხებლები უფრო მარტივად შეძლებენ სესხის აღებას

ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავამ განცხადებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით სესხის აღება გამარტივდა. “ვისაც სესხის მომსახურება შეუძლია პრობლემების გარეშე, თუმცა აქამდე გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ექმნებოდა შეფერხებები, ასეთი მსესხებლები უფრო მარტივად შეძლებენ სესხის აღებას” – პაპუნა ლეჟავა.

Read More »

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახური ავრცელებს. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდება, კერძოდ: ⚠️ მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ...

Read More »