ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: მარტი 19, 2020

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის და დარიალი-ლარსის (კმ126-კმ137) მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით ...

Read More »

ახალი პროექტი GNN.GE-ზე! დასვი კითხვა და მიიღე პასუხი – „ხალხის ხმა“ – ჩემი ქალაქის რეპორტიორი

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE) იწყებს ახალ პროექტს “ხალხის ხმა”, რომლის საშუალებითაც საქართველოს (და არა მხოლოდ საქართველოს) მოქალაქეს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კონკრეტული შეკითხვა კონკრეტული პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის მიმართულებით, რის შემდეგაც ჩვენი სააგენტო ჩაწერს შესაბამის რესპოდენს და გასცემს თქვენს შეკითხვას მიუკერძოებელ და ობიექტურ პასუხს. პროექტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია უკვე მზა მასალის გამოგზავნა ჩვენს რედაქციაში, რომელიც განიხილება და დადებითი შეფასების შემთვევაში განთავსდება ჩვენს ...

Read More »

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, ...

Read More »

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს. “ვირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, მოსალოდნელი დაავადებულთა ზრდა” – თქვა ჩიქოვანმა.

Read More »

ვინ მიიღებს საქართველოში წარმოებულ სამედიცინო პირბადეებს უფასოდ

გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეების პირველ პარტიას, ეკონომიკის სამინისტრო უფასოდ დაურიგებს იმ რისკშემცვლელ პროფესიების წარმომადგენლებს, მაგალითად მებაჟეები, სამედიცინო პეროსონალი, მოლარეები, რომელთაც ყოველდღიურად ადამინებთან კონტაქტი უწევთ. რაც შეეხება სამედიცინო პირბადეების ფასს, ჯერჯერობით განსაზღვრული არაა.

Read More »

ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება – ირაკლი კობახიძე

ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა. თუმცა, კობახიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის ეპიდემია გადაივლის და არჩევნების ჩატარება მოხერხდება. „შესაბამისად ეს გარემოება აქტივობაზეც არ უნდა აისახოს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Read More »

რუსეთში კორონავირუსის შედეგად პირველი ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსის შედეგად პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გარდაცვლილია 79 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღე მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების თქმით, პაციენტი პნევმოვნიით გარდაიცვალა, მას არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კერძო კლინიკიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს და ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

Read More »