ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: მარტი 20, 2020

კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე, დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

Read More »

მთავრიბის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულიად წყდება

კორონავირუსი და საქართველო – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულიად წყდება.ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. მისი თქმით, ავიამიმოსვლა შეჩერდება ყველა კომპანიისთვის, საქართველოს ავიახაზების გარდა. ჩიქოვანი აზუსტებს, რომ დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს ავიახაზების ფრენები, რომელსაც საქართველოს მთავრობა კურირებს. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების ...

Read More »

ტრაგედია ზესტაფონში, სატვირთო მატარებელში – ხანძარს მექანიკოსი ემსხვეროლა

ზესტაფონში სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი, მექანიკოსი დაიღუპა. მატარებელი თბილისიდან ფოთში მიდიოდა. ხანძრის შედეგად დაიწვა ერთი ვაგონი. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო ეკიპაჟი. ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

Read More »