ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Monthly Archives: აპრილი 2020

საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა პატიმრობით დაისჯება

საგანგებო, საომარი მდგომარეობისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა  მაქსიმუმ ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება. „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა. სანრი ოხანაშვილის განცხადებით დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ისინი ხელმძღვანელობენ პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც კანონდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის მაქსიმუმ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “არსებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ...

Read More »

გიორგი გახარია ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას დღეს, 14:00 საათზე წარადგენს

დღეს, 24 აპრილს, 14:00 საათზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს. ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

Read More »

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების განცხადებით პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 117 მუხლის პირევლი ნაწილით დაიწყო.

Read More »

ფოტო ისტორია! რას წერდა ქართული პრესა კორონავირუსსზე 2013 წელს?!

2013 წლის გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ში კორონავირუსუს შესახებ “ნიუსი” დაიწერა, სადაც აღწერილი იყო თუ როგორ იწყებდა ეს ვირუსი გარცელებას. მოახერხეს თუ არა მსოფლიო ჯანდაცვის წევრებმა ამ ვირუსთან ბრძოლა და რა ეტაპზე ვართ დღეს?!

Read More »

მიკვირს მედიის წარმომადგენლები რომ არ ინფიცირდებიან – თენგიზ ცერცვაძე

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ ჩვენთან, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც არ ინფიცირდებიან – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. „მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. მაგალითად, იტალიაში 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ოთხი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ...

Read More »

მხარს არ უჭერს მანქანით მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს მანქანით მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, რადგან ავტომობილი ბევრ ადამიანს საქმისთვის სჭირდება. “მე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას, მხარს არ ვუჭერ. ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმისთვის სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის. ...

Read More »