ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი სააკაშვილის განცხადებებით დაინტერესდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. შესაბამისად, გააქტიურდა ოდესის გუბერნატორიც. მორიგი სელფ–ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს გაავრცელა, ამბობს, რომ არასოდეს უთქვამს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჩამოვიდოდა საქართველოში – გამარჯვებას პირველ ტურში აპირებდა, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებას მეორე ტურისთვის აპირებდა და არჩევნების დაცვაში მონაწილეობას მიიღებდა.

თუმცა, განსხვავებულია განცხადებები რომელსაც სააკაშვილი აკეთებდა. საქართველოში დაბრუნებაზე პირველი განცხადება 2016 წლის 12 სექტემბერს გააკეთა და აღნიშნა, შემოდგომაზე რთველს თავად ჩაიბარებდა. ამასვე მოჰყვა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსისგანცხადება – „თუ საჭირო გახდება მიშა ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და საქართველოში ჩამოვა“. 5 ოქტომბერს გამართულ აქციაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამი დღე დარჩა ზღვის გადმოლახვამდე და მხრადამჭერებს დაპირდა, რომ ზუსტად სამ დღეში საქართველოში ბრუნდებოდა. თუმცა, მისსავე ამომრჩევლებს 8 ოქტომბერს აუწყა, რომ საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილის გზავნილები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის შესწავლის საგანი უკვე გახდა. დიპლომატები დამოუკიდებელი ექსპერტებისგან იღებენ ინფორმაციას რას ეფუძნებოდა ყოფილი გუბერნატორის განცხადება.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი სრულად არის ინფორმირებული, რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილს საკუთარი სამშობლოს პოლიტიკურ სივრცესთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ 9 ოქტომბერს გადმოიბარებს ხელისუფლებას და ახალი ენერგიითშეუდგება ქვეყნის მართვას. მაგრამ 8 ოქტომბერს გადაიფიქრა ჩამოსვლა, ისევე როგორც ოდესის პოლიციის უფროსმა გიალორთქიფანიძემ. საინტერესოა, რის საფუძველზე აკებდნენ განცხადებას ქვეყანაში დაბრუნებაზე და რატომ შეიცვალა 8ოქტომბერს სააკაშვილის  და ლორთქიფანიძის გეგმა?

სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ, ბატონი მიხეილი მსოფლიოს მოქალაქის პასპორტით უნდა დავაჯილდოვოთ. ეგება სადმე უფრო შორს წავიდეს. მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილს ჩამოსვლას ელოდებოდნენ დიპლომატებიც, რადგან უსმენდნენ მის განცხადებებს, მაგრამ უცებ შეიცვალა ეს ყველაფერი. დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდა რა მოხდა. მე მივაწოდე ამ საკითხის გარშემო ჩემი შეხედულება და ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ და რომელიც ცხადია, მედიაში გამოქვეყნებული არ ყოფილა.

რამდენად ინფორმირებული აღმოჩნდა დიპლომატიური კორპუსი?

– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი სრულად არის ინფორმირებული რა დამოკიდებულება აქვს ბატონ სააკაშვილს საკუთარი სამშობლოს პოლიტიკურ სივრცესთან დაკავშირებით. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან კომუნიკაციის დროს, რაიმე დეტალის დაზუსტება თუ უნდათ ხომლე, აბსოლუტურად ზუსტად არიან ინფორმირებულები, რადგან მათ ინფორმაციის წყარო ჰყავთ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, ასევე, არასამთავრობო და ექსპერტთა წრეებიდან.

რაც შეეხება ბატონი გუბერნატორის დაპირებებს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო გონებამახვილია, ვიდრე ამ ტიპის განცხადების ავტორია. ვინმეს დაეჯერებინა, რომ 9 ოქტომბერს კიევიდან პირადი თვითმფრინავით ჩამოფრენილიყო ბატონი სააკაშვილი, ეს შეიძლება თოჯინების თეატრის სცენარად გამომდგარიყო.

ფაქტია, რომ სააკაშვილმა გადათქვა ქვეყანაში დაბრუნების სურვილი…

– დროის ატრიბუტიკიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი განცხადების შეცვლაში გარკვეული წვლილი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიწვეულ დიპლომატიურ კორპუსს. არ ვიცი, ერთი თუ მეტი, მაგრამ დიდი ალბათობით, საუბრის თემა იქნება, სწორედ უკრაინის მოქალაქის ჩართულობა სრულიად ნეგატიური კუთხით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ. ფაქტი ის არის, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა შემდგეში მოვლენები.

ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოდესის გუბერნატორის ჩანაცვლების თაობაზე სა სააკაშვილმა მეორე დილასვე გადათქვა ქვეყანაში დაბრუნების სურვილი, თავის ამომრჩევლებს კი ამცნო, რომ აღარ მოვდივარო. მერე ისიც გადაიფიქრა, რომ „ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ შესულიყვნენ პარლამენტში და არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. შედეგად, ერთსულოვანი „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად, ორი სხვადასხვა ცნობიერების მქონე გუნდი ვიხილეთ – ერთი გახლავთ „ნაციონალ რადიკალები“ მეორე – „ნაციონალ რეალისტები“.

რადიკალებს ჯერ კიდევ ბატონი მიხეილი მართავს, ხოლო მეორე ნაწილი დიდი ალბათობით დავით ბაქრაძესა და გიგა ბოკერიას მიერ იმართება, რომლებმაც მიუხედავად სააკაშვილის განსხვავებული აზრისა, მოახდინეს აღებული ხმების რეალიზაცია საპარლამენტო სივრცეში. მაგრამ უკვე, ოქტომბრის მეორე ნახევარში ბატონი გუბერნატორის ბაგეებიდან იგივე ინფორმაციის ნიაღვარი წამოვიდა. მაინც ჩამოდის და ოღონდ ახლა, მეორე ტურის შემდეგ.

ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა და საბრძოლო განწყობა, მაშინ როდესაც, მხარს არ უჭერს ამომრჩეველი,საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის არც ლობისტური კომპანიები, რის საფუძველზე აკეთებს მსგავს განცხადებებს?

– მე მგონია, რომ საქმე ბევრად უფრო მარტივად არის. მას პოტენციური ამომრჩეველი ეგულება საქმეში ჩაუხედავ ნაწილში და საერთოდ უკიდურესი სიღატაკის პირობებში მცხოვრებ ადამიანებში, რომლებიც ყველაფერს ეცდებიან იმისათვის, რომ იქნებ რაიმე სხვა იყოს უკეთესი. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი არ იმუშავებს. ვფიქრობ, სააკაშვილის ოცნება შეიძლება სულ მალე გადაიზარდოს რაიმე დიაგნოზის აუცილებლობის პროცესში.

მინდა გითხრათ, რომ დასავლელი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულნი. უბრალოდ, მარტივი ლოგიკა მიგვანიშნებს იმაზე, რომ 7 ოქტომბერს საქართველში ჩამოსვლაზე უკვე უარის მთქმელმა გუბერნატორმა იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო მის თანამდებობასთან დაკავშირებით, დადუმდა, მაგრამ 20 ოქტომბერს კვლავ იგივე თემით შეეხმიანა ქართულ საზოგადოებას. ეს გვაფიქრებინებს, რომ ოდესის გუბერნატორს ან შესთავაზეს, ან თავად მოიძია რაიმე სხვა თანამდებობა სხვა ქვეყანაში. თორემ, მისი ბუნების ადამიანი ნადვილად არ ისურვებდა და არც გმირობის სურვილი გაუჩნდებოდა, რადგან იცის, რომ მისი შემობიჯება საქართველოს ტერიტორიაზე, ნიშნავს მის დაპატიმრებას.

წყარო: for.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...