საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება. აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში შევიდა. როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, ავტო იმპორტიორებთან თარიღზე შეთანხმება უკვე მოხდა და კანონპროექტში, ამ კუთხით საბოლოო ცვლილება განხორციელდა.

“კანონპროექტების განხილვა გრძელდება. ჩვენ სპეციალურად არ ვაჩქარებთ და არც ფორსირებულ რეჟიმში არ ვახდენთ ამას, პირიქით ვაძლევთ დროს, რომ ყველა მონაწილემ პროცესისას გამოხატოს თავისი პოზიცია.  ავტოიმპორტიორებთან კონსულტაციების შედეგად მოხდა, რომ  რეგისტრაციის აკრძალვა მოხდეს 2017 წლის პირველი იანვრის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებზე“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის და ის მიზნად ავტოპარკის განახლებას ისახავს. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]