28/03/2024
Latest:
მსოფლიო

როგორ ამცირებენ გადასახადების მოცულობას საზღვარგარეთ

დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, საგადასახადო სისტემა მოწესრიგებულისგან შორს იმყოფება. არც თუ ისე სტაბილური ეკონომიკის პირობებში, სხვადასხვა კრედიტებთან ერთად, მოსახალეობას სწორედ გადასახადები “ახრჩობს”.

საზღვარგარეთ აღნიშნულ პრობლემას განსხვავებულად უდგებიან. არავის სურს, გადასახადელი ჰქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია. გონიერი გადამხდელი, გადასახადზე ზრუნავს, არა გადახდის დღეს, არამედ მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, რათა ბოლო წამს არ შეექმნას პრობლემა.

განვითარებულ ქვეყნებში ბევრი სისტემა არის დანერგილი, რისი დახმარებითაც მოსახლეობას უმსუბუქდება გადასახადებთან გამკლავება.

აშშ-ში გადასახადების შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება “შიდა საშემოსავლო სამსახურის” მიერ შექმნილი გადასახადებზე მორგებული ანაგარიშებია. მაგალითად, განათლების მიღებისთვის საჭირო ხარჯების დანაზოგები, როგორებიცაა 529 Plans და Coverdell Educations Savings. ეს ორივე სისტემა უმაღლესი განათლებისთვის საჭირო თანხის დაგროვებას ემსახურება, პირველი მათგანი ფინანსური ისტიტუტების მიერ არის დანერგილი, ხოლო მეორე შტატების მთავრობის მიერ არის წახალისებული. რაც შეეხება მათ კავშირს გადასახადებთან, ორვიე მათგანი გთავაზობთ თქვენ მიერ დაზოგილი ფულის გამრავლებას, რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ მოითხოვს დამატებით გადასახადს.

გადასახადების დაზოგვის მოქნილ სისტემას სთავაზობს მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემაც. გარდა მიღებული შეღავათებისა, აღნიშნული დაგროვებითი სისტემა გადასახადების გადავადებასაც მოიცავს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ანგარიშის გამოყენება აუცილებელი არ არის, თუმცა მათზე სრულიად უარის თქმა სახელმწიფოსთვის ფულის ჩუქების ტოლფასია.

გადასახადებთან მიმართებაში პრობლემა ექმნებათ საფონდო ბირჟებზე მოთამაშე გამოუცდელ პირებს. როდესაც აქციების ფასი მატულობს, იზრდება მათი გაყიდვის სურვილიც. ბირჟებზე არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე ისინი ყიდიან მათ ნაღდი ფულის მისაღებად. პრობლემას წარმოქმნის გადასახადების მყისიერი გადახდის სისტემა.

გაყიდული ინვესტიცია მოითხოვს გადასახადს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ფლობ ამ აქციას. თუ ეს პროცესი გრძელდება 1 წლის განმავლობაში, გადასახადი წარმოადგენს ღირებულების 39.6%-ს. თუ ვადა გაცდება 1 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 20%-მდე იკლებს. სწორი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე კი ხშირად გადასახადი 15%-ს, ზოგ შემთხვევაში კი 0%-საც შეადგენს.

ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნული მითითებების გათვალისწინება საშემოსავლო სამსახურს ბედნიერს გახდის, თუმცა საკუთარ ჯიბეს დამატებით სახსრებს ნამდვილად შესძენს.