მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ის „მოულოდნელ და დამანგრეველ ბირთვულ შეტევებს“ განახორციელებს. ამის მიზეზი აშშ-ს და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო წვრთნებია, რომელიც გასულ კვირას დაიწყო. განცხადება ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა.

„გაერთიანებული სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტს ემუქრება. რესპუბლიკა ბირთვულ საფრთხესაც გრძნობს. თავდაცვის მიზნით ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოყენებას საჭიროდ მიიჩნევს.“ –  იყო ნათქვამი განცხადებაში. „ჩხუბისთავ ჩრდილოეთ კორეას ასეთი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია. წელს ასეთი მუქარებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ფხენიანს სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული, ამიტომაც ამ დროისთვის უფრო ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“

– განაცხადა ექსპერტმა, პაულა ჰენკოკმა. მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ასეთი დაძაბულობა რეგიონში ჯერ არ ყოფილა.

გასულ კვირას გაეროს თავდაცვის კომიტეტმა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. სანქციები ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩრდილოეთ კორეამ სანქციებს ასეთი რამ უწოდა: „უპრეცედენტო და განგსტერული“ სანქციების შესახებ საუბარი იმის შემდეგ დაიწყო, რაც ფხენიანმა იანვარში წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდა ჩაატარა. ამით არ დაკმაყოფილდა და თებერვალში სატელიტი გაუშვა. წვრთნებში, რომელიც 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, 17 000 ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ჯარისკაცია ჩართული.