ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

„სააკაშვილი როგორც თეთრ, ისე შავ ბიზნესში მონაწილეობს და საიდან წამოვა დარტყმა მისი ლიკვიდაციისთვის, თვითონ განსაზღვროს“

ნაცმოძრაობის ერთ ფრთას სააკაშვილისგან დისტანცირება და პარტიის ხელმძღვანელობიდან მისი ჩამოშორება სურს. მათ არც სააკაშვილი რჩება ვალში და სანდრა რულოვსის მეშვეობით ამბობს სათქმელს. თუ სანდრა რულოვსი არ შევა პარლამენტში, ეს სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას შორის განხეთქილების გამოხატულებად აღიქმება, მაგრამ რას მოიგებს ამით სააკაშვილი?! ამის შესახებ  ექსპერტი ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც ზუგდიდში სანდრა რულოვსის ტრიუმფალური გამარჯვება ვერ შედგა, რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც ერთგვარი სიგნალი გახდა საზოგადოებისთვის, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც საკუთარ შიდა წინააღმდეგობებს აქამდე ღიად არ აფიქსირებდა, ახლა უკვე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ მარტივ მამრავლებად დაყოფის პირასაა. რულოვსის საქციელი, რომელიც ნაცმოძრაობაში დადებითად არ აღიქვეს, ხომ არ მოასწავებს, რომ უკვე სერიოზულად იწყება სააკაშვილისგან გამიჯვნაზე ფიქრი? თუ, პირიქით, სააკაშვილი ცდილობს, დაასწროს მოვლენებს და თავადვე ჩამოშორდეს ყოფილ თანაპარტიელებს ახალი პარტიის შექმნის იმედად?

– სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაც აშკარად ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობაში გამოიკვეთა სხვადასხვა კლანი, რომელიც დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილის დაჯგუფებას და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს. ნაცმოძრაობის ვერტიკალი უკვე მოირყა და, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობა დღეს შეიძლება

დაიყოს სამ-ოთხ ნაწილად. პირველი კლანი ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ერთგული გვარდია – მინაშვილი, წიკლაური, ვარშალომიძე. მეორე კლანი თარგამაძე-ბოკერიას დაჯგუფებაა, რომლებიც თავის დროზეც დაპირისპირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, როცა სააკაშვილი ზენიტში იყო და ნაცმოძრაობა გავლენიან ძალად ითვლებოდა. მესამე ფრთა ე.წ. ახალგაზრდა ტურების კლანია, ნიკა მელიას მეთაურობით, რომლებიც პარტიაში ახლადმოსულნი არიან და გააჩნიათ ლიდერობის ამბიცია ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. და მეოთხე კლანი, ეს არის ტექნოკრატების კლანი, რომელთაც გადაწყვეტილებების მიღების არანაირი გავლენა არ გააჩნიათ. ეს არის ბაქრაძე, გოგორიშვილი, რომელთაც მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ადარდებთ და პირადი მიზნებისთვის მოქმედებენ. ეს ოთხი კლანი უკვე აშკარად გამოჩნდა ნაცმოძრაობაში.

ამასთან დაკავშირებით მაგონდება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პერიოდის დროინდელი სცენარი, როცა ხრუშჩოვი გადააყენეს და მაშინდელი კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროში იყო სამი კლანი – ხრუშჩოვის დაჯგუფება, ბრეჟნევის დაჯგუფება და, პირობითად, სუსლოვის კლანი. სხვათა შორის, მოგვიანებით ბრეჟნევი და სუსლოვი გაერთიანდნენ და ჩამოიშორეს ხრუშჩოვი. ეს იყო კომუნისტური პარტიის შიგნით გადატრიალების სცენარი. ნაცმოძრაობასა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. თუნდაც ავიღოთ უმაღლესი ორგანო. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყველაზე მაღალი ორგანო იყო პოლიტბიურო, ნაციონალებსაც აქვთ პოლიტსაბჭო და აქაც იგივე სისტემაა. აქაც ჰყავთ გენერალური მდივანი – მიხეილ სააკაშვილი, იქაც იყო გენერალური მდივანი-ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, პარლამენტში მისი შეუსვლელობა სააკაშვილის პირდაპირი მითითებაა თავისი უშუალო დაჯგუფების წევრების მიმართ.

ცხადია, სანდრა რულოვსს სააკაშვილისგან დამოუკიდებლად არავინ აღიქვამს, მაგრამ მიშას უღირს კი ისეთ ნაცმოძრაობასთან ურთიერთობა, სადაც ოთხი კლანის ჭიდილის ფონზე სააკაშვილის ლიდერობა არცთუ სასურველ პერსპექტივად მიაჩნიათ და მისგან ჩამოშორებას უკვე კარგა ხანია, ცდილობენ?

– სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან ის, ფაქტობრივად, პოლიტიკური გვამია. საქართველოში ის ვერ მოქმედებს სრული მასშტაბით, იგი სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის ოფიციალური პირია. მან თავისი თავი თვითონ გარიყა ამ პროცესებიდან. გარდა ამისა, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, ბრალდებულია. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი თავისი გვარდიის საფუძველზე დიდი სიამოვნებით შექმნიდა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას. თუმცა ამის საშუალება სააკაშვილს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ფაქტორებიდან გამომდინარე, არ გააჩნია. ამიტომ იძულებულია, დაყაბულდეს ჩამოლაბორანტებას, მისი სტატუსის დაქვეითებას. ფაქტობრივად, თავის პარტიაში სააკაშვილი გახდა ერთგვარი თეთრი ყვავი, ანუ თეთრი ყვავის სინდრომი უკვე შეიმჩნევა.

და ეს თეთრი ყვავი ცდილობს, დაასწროს ნაცმოძრაობის ქორებს და სანდრას მეშვეობით უჩვენოს, როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი „ნაციონალი“? ეს ხომ სააკაშვილს კიდევ უფრო დააშორებს თავისი პარტიისგან?

– დააშორებს, მაგრამ სააკაშვილს გააჩნია ფინანსური ბერკეტები. მას შეუძლია, ფინანსური ბერკეტები გადაკეტოს. სწორედ უკრაინიდან ხდება ამ პარტიის დაფინანსება. მიკვირს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების, რომ თავის ჩინოვნიკს ასეთ მაღალ დონეზე აბედინებს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. უკრაინის საქმეებში რუსეთი რომ ერევა, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ უკრაინაც რომ ერევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ესეც ფაქტია. საინტერესოა, ჩვენი დიპლომატები რას აკეთებენ და ჩვენი ხელისუფლება რატომ არ აღკვეთავს პოლიტიკურ თავხედობასა და პოლიტიკურ ხულიგნობას იმ პირის მხრიდან, რომელიც უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლების შემადგენელ ნაწილად ითვლება. უკრაინიდან წამოსული სააკაშვილის ფინანსების გარეშე, ნაცმოძრაობა ვერ ისულდგმულებდა და ვერ გადადგამდა ვერც ერთ ნაბიჯს. ამიტომ სააკაშვილი ამ ბერკეტს იტოვებს მანიპულირებისთვის. სანდრას საქციელი პოლიტიკური სიგნალია ნაცმოძრაობის სხვა დანარჩენ დაჯგუფებებს შორის, რომ, თუ ისინი ურჩობას გააგრძელებენ, დაფინანსება შეუწყდებათ და იძულებულნი იქნებიან, წავიდნენ. არა მგონია, ნიკა მელია, დავით ბაქრაძე და სხვები კიდევ დარჩნენ იმ პარტიის წევრებად, სადაც ფინანსები არ ეგულებათ. ეს არის მერკანტილურ კეთილდღეობაზე გამოკიდებული ტურებისა და ტექნოკრატების პოლიტიკური ხროვა, ბოკერიას და თარგამაძეს იდეოლოგიური მოტივი მაინც გააჩნიათ.

თუკი სააკაშვილი, სულ მცირე, ორ კლანს მაინც გადაუკეტავს ფინანსურ ბერკეტებს (ტურებისა და ტექნოკრატების დაჯგუფებას), მაშინ დარჩება მხოლოდ ბოკერია-თარგამაძის დაჯგუფება. ეს იგივე ვარიანტია, ვინმემ რომ იფიქროს საქართველოში კომუნისტური პარტიის რესტავრაციაზე, ანუ იგივე კომუნისტური პარტიის სინდრომი ელის ნაცმოძრაობას, იმ კომუნისტური პარტიისა, რომელიც დღეს საქართველოში სამკაციანი ჯგუფის სახით მოქმედებს. სააკაშვილი დღეს იყენებს პოლიტიკურ შანტაჟს, მან გადასცა ყოფილ თანამოაზრეებს მკაფიო სიგნალი, თუ ისინი კარგად არ მოიქცევიან და შეეწინააღმდეგებიან სააკაშვილს სხვა გადაწყვეტილებების დროს, ისინი დაკარგავენ ფინანსურ საშუალებას.

სხვათა შორის, თავის დროზეც ნაცმოძრაობის კლანებთან დაკავშირებით სწორი ანალიზი გავაკეთე და 2008 წელს ეს გახდა ჩემი დაპატიმრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მაშინ არსებობდა უგულავას, მერაბიშვილის კლანები, მიხეილ სააკაშვილის ძველი გვარდია, ბოკერია-თარგამაძის კლანი მაშინაც იყო იმ პერიოდში. ჩემი კვლევა მაშინ პოლიტიკურ მკრეხელობად და დანაშაულად ითვლებოდა, რადგან კლანური სისტემის ანატომიის გამომზიურება არ აწყობდათ.

ამ კლანებს შორის თქვენი დევნით რომელი კლანი იყო დაკავებული?

– ჩემი დევნით დაკავებული იყო მთლიანად პოლიტიკური პარტია, რადგან ეს ანალიზი თუ გამომზიურდებოდა, ამით ნაცმოძრაობის სრული დისკრედიტაცია მოხდებოდა.

თუმცა რაღა დისკრედიტაცია უნდოდათ, სააკაშვილის კლანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჟვანიაც მოიშორეს და უსუპოვიც და ყველაფერი შერჩათ.

– ასე კომუნისტური პარტიაც იყო მონოლითური და ერთიანი. ის ლენინის იდეებით იყო გამსჭვალული – ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. ცნობილი დისიდენტები დანიელ ცინიავსკი და ნათან შარანსკი რატომ დაიჭირეს? რადგან მათ გაშიფრეს კომუნისტურ პარტიაში არსებული კლანური სისტემები. შარანსკიმ ეს ჯერ კიდევ 1975 წელს გადასცა ამერიკის თავისუფლების ხმას, რაც იმ პერიოდში რეალურ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტური პარტიის იმიჯს. ამის გამო შარანსკი დააპატიმრეს, ციხეში გაუშვეს და მოგვიანებით იგი გაცვალეს საბჭოთა მზვერავზე, რომელიც დაპატიმრებული ჰყავდათ დასავლეთში. მე და შარანსკი დაგვიჭირეს ერთი და იმავე მოტივით. შარანსკი დაიჭირა საბჭოთა კავშირის კგბ-მ, მე დამიჭირა სააკაშვილის საიდუმლო პოლიტიკურმა პოლიციამ. დღეს შარანსკი ისრაელში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური პარტიის წევრია. მე ისიც მეწერა, რომ ჟვანიას კლანი მალე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილს, ანუ ნაცმოძრაობაში შეიქმნა ჟვანიას ყოფილი მომხრეების დაჯგუფება.

დავუბრუნდეთ სანდრა რულოვსს, სხვათა შორის, ცინიკური შეფასებებიც კეთდება, იქნებ, სინდისის გრძნობა გაეღვიძა სანდრას და ამიტომაც უარი თქვა მეორე ტურზე?

– სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი ძალზე შორს არიან ასეთი ღირებულებებისგან.

თუმცა ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებითაც აზრი იყოფა. ზოგი თვლის, რომ წიკლაურმა რეალობა ძალიან კარგად იცის, მაგრამ იგი კეკლუცობს სააკაშვილის წინაშე, თითქოს მის იდეებს ბოლომდე იზიარებს, განსხვავებით, ნირშეცვლილი სხვა ძველი გვარდიელებისგან.

– არა, წიკლაური მიშას მთავარი დასაყრდენი ძალა და მისი ერთგული გვარდიის წარმომადგენელია. ის ვალდებულიცაა მიშას წინაშე.

ელით, რომ ამ კლანური დაპირისპირების წევრებს შორის უფრო რთული გარჩევები დაიწყოს?

– გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, სააკაშვილიც მოიცილონ და ეს ლოგიკურიც იქნება. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი გახდეს რუსული სპეცსამსახურების მსხვერპლი. მან საკმაოდ ბევრი რამ იცის და შესაძლოა, მისი მოცილებაც დასჭირდეთ, როგორც მოიცილეს ბერეზოვსკი და სხვები. მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე გავლენის აგენტი იყო, სააკაშვილმა გაიარა სპეცმომზადება საგარეო დაზვერვის პირველი მთავარი სამმართველოს ხაზით, სპეცსკოლაშიც სწავლობდა, მას ამზადებდნენ, როგორც არალეგალ მზვერავს, რომელიც მოქმედებდა ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში. ამას ვერ წავართმევთ, მას ეტყობა კიდევ კარგი სპეცმომზადება. გარდა ამისა, ის გარეული იყო სხვადასხვა მაქინაციებში-იარაღის, ნარკოტიკის ბიზნესში. როგორც ჩანს, ამავე ფუნქციას ასრულებს უკრაინაშიც.

ოდესის გუბერნატორობა შემთხვევით არ შესთავაზეს სააკაშვილს. როგორც ჩანს, იქაც აგრძელებს შავი ტრანზიტის პოლიტიკას. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ ზურაბ ჟვანია შეეწირა შავი ტრანზიტის ერთ-ერთი სქემის გაშიფვრის მცდელობას, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სახელს. შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ჟვანიამ მიიყვანა უსუპოვი, უსუპოვი უნდა ყოფილიყო მოწმე, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ იმ კომპანიის უკან, რომელსაც სააკაშვილი და თემურ ალასანია ლობირებდნენ, საშიში ისლამისტური დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები იდგნენ. ასე რომ, სააკაშვილი როგორც თეთრ, ისე შავ ბიზნესში თანაბრად მონაწილეობს. ამიტომ საიდან წამოვა დარტყმა მისი საბოლოო ლიკვიდაციისთვის, ეს თვითონ განსაზღვროს. არ გამოვრიცხავ, მას ისეთივე ბედი ერგოს, როგორც დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორ ტრუხილიოს, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა სნაიპერის მიერ სწორედ იმის გამო, რომ ის ჩარეული იყო ბინძურ თამაშებში. ამიტომაც სააკაშვილს ეშინია, რომ არ დაკარგოს პოლიტიკური პოზიციები პარტიაში, რადგან, როგორც კი ამ პოზიციებს დაკარგავს, ის იქნება მსუყე სამიზნე მსგავსი სცენარის განვითარებისთვის. ნაცმოძრაობაში გავლენას თუ დაკარგავს, მაშინ მის სიცოცხლესაც შეიძლება რეალური საფრთხე შეექმნას. ეს მას კარგად ესმის.

წყარო: For.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, ...