ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

IRI – ს გრძელვადიანი დამკვირვებლები ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავენ

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლები ანგარიშში ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავენ. ამის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”( IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს. ანგარიში ასახავს საქართველოს საარჩევნო გარემოს პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში.

როგორც ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, საარჩევნო კომისიებმა უნდა იმუშაონ მეტი რათა გაზარდონ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

”მეორე ტურის კამპანიის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ -ცესკომ, საარჩევნო ოლქებმა და საარჩევნო უბნებმა უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობები და უფლებამოსილებები გამჭირვალედ და საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით. დამატებით, საჩივრები და განცხადებები, რომელთა რიცხვიც, ინტენსიურობა და სირთულე სავარაუდოდ გაიზრდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნდა იყოს განხილული მიუკერძოებულად, ობექტურად, სამართლიანად და ადეკვატურად დანაშაულის მიმართ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გააუმჯობესოს საარჩევნო პროცედურების ტრეინინგები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გააგრძელოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება მის პროცედურებში და განსაკუთრებით იმ ინსტრუქციების შესრულებაში, რომელიც შეეხება არჩევნების დღის პროცედურების სწორ წარმართვას. იმის გათვალისწინებით რომ ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების რაოდენობა პროცედურულ დარღვევებზე იყო საკმაოდ მაღალი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უფრო კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი უბნის გახსნის, უბნის დახურვისა და დათვლის პროცედურებში”, – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისამდი რეკომენდაციებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული საარჩევნო გარემო.

”მშვიდობიანი და გამჭირვალე საარჩევნო კამპანიის გარემოს შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მონაწილეობას იღებს მეორე ტურში თავი შეიკავონ კონფრონტაციული რიტორიკისგან, ქცევისგან და გადადგან ქმედითი ნაბიჯები რომ თავი აარიდონ თავიანთი ოპონენტების თავისუფალი შეკრების უფლების შელახვას. დამატებით პარტიის ლიდერებმა უნდა მიაწოდონ ნათელი გზავნილი თავიანთ წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობებში, რომ ისინი არ მოიწონებენ მათ მიერ წარმოებულ „არაოფიციალურ“ მხარდაჭერას”, -აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეხება თანამდებობის პირებს, გრძელვადიანი დამკვირვებლების რეკომენდაციაა, რომ მათ უნდა განასხვაონ თავიანთი საჯარო და პოლიტიკური როლები.

”ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველოს მიმართ ბრალდებები ისევ გრძელდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით არჩევნების დღესა და მის შემდეგაც. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მოუწოდებს ”ქართულ ოცნებას” არ გამოიყენოს თავისი უპირატესობა, პოლიტიკური ოპონენტების დაშინებისთვის არჩევნების მეორე ტურში. ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა უნდა დაავალონ მათ არჩეულ ოფიციალურ პირებს არ მიიღონ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში, რომლებიც ზიანს მიაყენებს მათ პოზიციებს, და ნათლად აუხსნან რომ მათი ასეთი ქმედება არ იქნება წახალისებული პარტიის მიერ”, -აღნიშნულია ანგარიშში.
რეკომენდაციებში IRI -ს გრძელვადიანი დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს ურჩევენ, გადადგან ნაბიჯები ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით.

”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს პოლიტიკურ პარტიებს, არამხოლოდ გააგრძელონ მხარდაჭერა ქალების ჩართულობის მიზნით საარჩევნო ადმინსტრაციებში, არამედ გააფართოვონ ძალისხმევა რომ უზრუნველყონ მათი გაზრდილი წარმომადგენლობა როგორც მაჟორიტარულ კანდიდატებად, ასევე პარტიის პროპორციულ სიებშიც. სანამ მაჟორიატარული სისტემა – რომელიც არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალკანდიდატებს – არ იქნება გაუქმებული, იმისთვის რომ უზრუნველყოს დაბალანსებული და დემოკარატიული გარემო, IRI-ის რეკომენდაციაა რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდა ლიდერ ქალთა რაოდენობის გაზრდას და მხარი დაუჭირონ მათ მაჟორიტარულ არჩევნებში. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს სჯერა რომ რეგიონალურ-პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მისცმეს საშუალებას როგორც ქალებს, ასევე ეთნიკურ უმცირესობებს, მეტად იყვენ წარმოდგენილნი მომავალ პარლამენტში. შესაბამისად, მოუწოდებს ახალ პარლამენტს გადადგას ეფექტური ნაბიჯები ამ მიმართულებით, ნოემბერში მუშაობის დაწყებისთანავე”, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამართალდამცავების როლს, გრძელვადიანი დამკვირვებლების რეკომენდაციაა, რომ უნდა გაიმიჯნოს და იყოს მიუკერძოებელი საარჩევნო საქმიანობის მიმართ.

”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა რომელიც დაფიქსირდა არჩევნების დღეს. ასევე, უზრუნველყონ რომ თავიანთი წარმომადგენლები არ ჩაერთონ დაშინებაში არჩევნების დღის მეორე ტურში”, -ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...