ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტი იზრდება

ბოლო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი წარმოება როგორც მეცხოველეობის, ასევე მემცენარეობის სექტორში.

2015 წლის მონაცემებით, მემცენარეობის პროდუქციის გამოშვება ქვეყანაში 1.7 მლრდ ლარს, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის – 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულების რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები.

სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, აგროსურსათის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 6.2 მლნ აშშ დოლარით (3.8%) გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ევროკავშირის ქვეყნებში ძირითად საექსპორტო აგროპროდუქტებს წარმოადგენს თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია თხილის საექსპორტო შესაძლებლობები, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

დაცვის 17 თანამშრომელი გაანთავისუფლეს საპატრიარქოდან

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაცვის 17 წევრი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერია” სანდო წყაროზე დაყრდნობით ...