ეკონომიკა

საქართველოში ბელარუსული ტრაქტორების ასაწყობი საწარმო გაიხსნება

საქართველოში ბელარუსული ტრაქტორების ასაწყობი, კიდევ ერთი საწარმოს გაიხსნა იგეგმება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ასაწყობი საწარმო კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის მოდელით ამოქმედდება, ის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება და არსებული გეგმით, წარმოება წელსვე დაიწყება.

ე.წ “ბელარუსების“ ამწყობი საწარმო უკვე მეორე იქნება საქართველოში. მსგავსი საწარმო  პირველად 2011 წელს ბათუმში გაიხსნა, რომელიც წელიწადში 40-მდე ტრაქტორს უშვებს.

ბელარუსის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  მწარმოებელი ქარხანის ტექნიკა საქართველოს პრემიერმა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოინახულა.

ქარხანა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მსოფლიოს 8 უმსხვილეს მწარმოებელს შორისაა და მისი წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიარდი ბელარუსული რუბლია.

წყარო: Gbc.ge