ეკონომიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით დიდი ნახტომისთვის ემზადება

საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით დიდი ნახტომისთვის ემზადება – ასე იწყებს CNNMoney სტატიას, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტებია მოტანილი.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კვირიკაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული ნავთობის კრიზისისა და ქვეყანაში ლარის დევალვაციის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 3%-დან 3.5%-მდე იქნება.

მისივე ვარაუდით, 2017 წელი საქართველოსთვის უფრო წარმატებული იქნება და ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 6%-მდე დაფიქსირდება.

CNNMoney აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება შედარებით განსხვავებულია: IMF-ის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს 3%-იანი, ხოლო მომავალ წელს 5%-იანი ზრდა ექნება.