29/03/2024
Latest:
საზოგადოება

1 მაისიდან თბილისში უფასო ინტერნეტის ხარისხი გაუმჯობესდება

თბილისში უფასო ინტერნეტი განახლებული სიჩქარით 1 მაისიდან გაეშვება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  Tbilisi Loves You-ს არეალს 10-მდე პარკი და სკვერი დაემატება. როგორც მერიაში ამბობენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ინტერნეტის სიჩქარის გაუმჯობესების მიმართულებით. მათივე მონაცემებით, მეტროსადგურების ჩათვლით, ქალაქში 3 000 ანტენაა დამონტაჟებული. უალოხეს პერიოდში ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება დაფინანსებას, მერია სერვისში ფულს არ იხდის. 2012 წელს გამოცხადდა აუქციონი, სადაც გაიყიდა ელექტრობოძების გამოყენების ნებართვა. აუქციონში გაიმარჯვა „დელტა კომმა“, რომელმაც აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ინტერნეტის მიწოდება.

უფასო ინტერნეტის, Tbilisi Loves You-ს პროექტი 2012 წელს დაიწყო და მისი მიზანი იყო კომუნიკაციის თავისუფლება, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

პროექტის მიხედვით, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში უნდა იყოს შესაძლებელი.

www.commersant.ge