საზოგადოება

თბილისში 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თბილისში, კაიროს ქუჩაზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათი საცხოვრებელ პირობები ადგილზე მოინახულა.

თბილისში, კაიროს ქუჩა N20-ში, კერძო მესაკუთრის შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.

სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, შენობის მესაკუთრემ სს ,,ტრანსმშენმა” ობიექტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც სამინისტრომ შენობა შეისყიდა და იქ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადასცა.
რეაბილიტაციის მიმდინარეობისას კომპანია დევნილებს ქირით უზრუნველყოფდა.

კაიროს ქ. N20-ში არსებული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.

12983878_1003275236394840_42731632832621134_o

12983949_1003275629728134_3607833754370412063_o

თბილისში 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა 12976957_1003276213061409_502332061963746608_o