ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუარესდა

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო თავისუფალი ქვეყნების სიაშია. Freedom House-ის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობა იშვიათად ზღუდავს ხელმისაწვდომობას სხვადასხვა შინაარსის კონტენზე და საანგარიშო პერიოდში YouTube-სა და WordPress-ის შეზღუდვის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 1 ქულით გაუარესდა.

ასევე ანგარიში მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის და სოცალური ქსელების გამოყენების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. Freedom House აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზეც, რომ მთავრობა ელექტრონული სერვისების განვითარებას უწყობს ხელს.

ასევე გაზრდილი ონლაინ კამპანიების წარმოება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან.

თუმცა ანგარიშში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება ხდება ინტერნეტით.

ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლის კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულაა 8. კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა 25–ია. კონტენტის შეზღუდვის კრიტერიუმში საქართველოს ქულა 6-ია, ხოლო მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით კი 11.

ჯამში საქართველოს 100 ქულიდან 25 ქულა აქვს მინიჭებული, გასულ წელს კი საქართველოს ქულა 24 იყო.

წყარო: businesscontract.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...