ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი − ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით − დაჯილდოვდა. თეა წულუკიანს საპატიო ჯილდო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა. აღნიშნული ჯილდო იუსტიციის მინისტრმა ქართული დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძისგან მიიღო.

თეა წულუკიანი მოხსენებით წარდგა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ქართული დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. ღონისძიება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გახსნა. თეა წულუკიანმა პირველი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომლის თემა ლევილის მამულის აწმყო და მომავალი იყო. იუსტიციის მინისტრის გარდა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი, აგრეთვე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთა შთამომავლები ირენ ციციშვილი და ტიერი ბერიშვილი, საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.

კონფერენციის ფარგლებში თემატური სამუშაო სესიები კიდევ ორ თემაზე მიმდინარეობდა: „განათლებისა და მეცნიერების საკითხები და ახალგაზრდობა“ და „დიასპორული ინვესტიციები“. ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საფრანგეთის ქართული დიასპორის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...