29/03/2024
Latest:
საზოგადოება

2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ გვექნება

„ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ  ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამას ახლა საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით პროცესი მთავრდება და ჩვენი ამოცანაა, რომ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმედება დავიწყოთ. ეს სისტემა ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანია და მაღალი შედეგის მომტანი”, – აღნიშნა ხიდაშელმა.