ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2015-2016 წლებში გატარებული რეფორმების მიმოხილვა წარმოადგინა

თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, Hotels & Preference Hualing Tbilisi საჯარო დისკუსია გაიმართა, თემაზე: “სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სიახლეები და ცვლილებები”. შეხვედრას უძღვებოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი.
კახა დემეტრაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 2015-2016 წლებში გატარებული რეფორმების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ახალი სახელმწიფო შესყიდვების ახალი ელექტრონული სერვისებისა და მეთოდების პრეზენტაცია.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძემ განაცხადა, სააგენტო ხშირად მართავს შეხვედრებს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებთან.
”დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მიერ ორგანიზებულ. ხშირად სააგენტოსთან ერთად ვმართავთ გასვლით შეხვედრებს და ჩვენს მიერ განხორციელებულ სიახლეებს. წარვუდგენთ, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს, ისე ბიზნესის წარმომადგენლებს. დღევანდელი სიახლეები ეხებოდა ტენდერებს, რომლებიც ცხადდება დაფარული მონაცემებით და ორეტაპიან ტენდერს, რომელიც გაეშვა პირველ აგვისტოს. ეს არის ფაქტობრივად რევოლუციური ნაბიჯი შესყიდვების სფეროში. დღეს უკვე სამი პლატფორმა გაგვაჩნია შესყიდვების სფეროში ეს არის ტენდერები, რომლებიც აქამდე ღია მონაცემებით მოქმედებდა, დახურული მონაცემებით და ორეტაპიანი ტენდერი”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, შეხვედრის ძირითადი მიზანი არის მიღწევების, განხორციელებული თუ ჯერ განუხორციელებელი პროექტების, წინადადებების, ინიციატივების გაცნობა ბიზნესისთვის, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის.
”ძალიან დიდი ინტერესია, რასაც ერთი ძირითადი მიზეზი აქვს- რამდენიმე თვის წინ შესყიდვების სააგენტოს მიერ გაჟღერდა ინიციატივა. ეს იყო დარგობრივად სხვადასხვა ტიპის ბიზნესთან შეხვედრა და მათთან ერთად მოხდა ანალიზი, განხილვა. ამან გამოიღო ძალიან დიდი შედეგი. ამის შედეგად, დღესდღეობით უამრავი რეკომენდაცია გასცა სააგენტომ. დაიძრა რამდენიმე სერიოზული პროექტი. ბიზნესი ამ მომენტში თავს ჩართულად გრძნობს ამ პროცესებში”, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს ორეტაპიანი ტენდერის მიმდინარეობის პროცედურები, წარმოდგენილი იყო მეთოდური რეკომენდაციები მის წარმართვაზე, ფასისა და ხარისხის მრავალკრიტერიუმიანი შეფასების კომპლექსურ მიდგომაზე.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შემსყიდველი ორგანიზაციების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.
”მივესალმებით ასეთი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების ინფორმირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მუდმივი კომუნიკაცია. ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა იყო საკმაოდ ამომწურავი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი”, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა კუჭავამ.
ღონისძიება გაიმართა ”ევროკავშირი ბიზნესისთვის” ეგიდიტ მიმდინარე პროექტის: ”მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაწრო სივრცე საქართველოში” მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...