28/03/2024
Latest:
საზოგადოება

CBN News-­მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, სათაურით “სისხლის ბოლო წვეთამდე”

CBN News-­მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, სათაურით “სისხლის ბოლო წვეთამდე”. როგორ ინარჩუნებს ეს ანტიკური ერი რწმენას, ­ ეს სიუჟეტის მთავარი ხაზია.

“ისეთ ადგილას წაგიყვანთ, რომლის შესახებ ცოტა ადამიანს თუ სმენია. ცოტამ იცის ქვეყნის ადგილმდებარეობაც. საქართველო ამერიკის სანაპიროებიდან 9000 კმ­ის დაშორებით მდებარეობს. ჩვენ ვსაუბრობთ არა აშშ­ის შტატ ჯორჯიაზე, არამედ ანტიკურ მიწაზე, სადაც კულტურა, ტრადიცია და რწმენა იესო ქრისტეს მიმართ ძალიან ძლიერია. ცნობილი მწერალი ჯონ სტაინბეკი იყო ის ადამიანი, რომელმაც 1947 წელს საბჭოთა კავშირის გავლით იმოგზაურა და საქართველოს მეორე სამოთხე უწოდა. საქართველოს რესპუბლიკა კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. სამხრეთით მას თურქეთი და სომხეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით ­ აზერბაიჯანი, ხოლო ჩრდილოეთით ­ რუსეთი”. ამასთან, სიუჟეტში ხაზგასმულია, რამდენად ძველია ქართული ენა.

ავტორებმა ამერიკელი მაყურებლისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ულამაზესი ხედები გადაიღეს, მათ შორის, დედაქალაქის, თბილისის. “თბილისი სიძველისა და თანამედროვეობის მიქსია”, ­ ამბობს რეპორტიორი. ბუნებრივია, ავტორს უყურადღებოდ არც ქართული სამზარეულო დაუტოვებია, განსაკუთრებული პრეზენტაცია კი ხინკალმა და ხაჭაპურმა დაიმსახურა.

სიუჟეტში ერთ­-ერთი მთავარი რესპონდენტი ბიზნესმენი ლევან ვასაძეა. აღსანიშნავია, რომ CBN News­-მა რეპორტაჟის მომზადებისას ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი შერმაზანაშვილის დრონით გადაღებული კადრები გამოიყენა.

https://www.youtube.com/watch?v=sVAYN_AjDEA

წყარო: palitratv.ge