ეკონომიკა

მეორე კვარტალში საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორი BP იყო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 %-ით აღემატება 2014 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხაური ავრცელებს.

კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა ჩადეს ყველაზე დიდი ინვესტიციები მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში? „კომერსანტი“ ტოპ 20 კომპანიის რეიტინგს გთავაზობთ:

top_20_fdi

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კონკრტული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა არ სახელდება.

ბრიტანული BP ერთ-ერთი უდიდესი ენერგო კომპანიაა მსოფლიოში. საქართველოში ის 1996 წლიდან მუშაობს. მისი ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას.

ყულევის შავი ზღვის ტერმინალი “სოკარს” ეკუთვნის,  საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება.

“ჯეოსელი” კი შვედურ სატელეკომუნიკაციო ჯგუფ თელიასონერაში შემავალი კომპანიაა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა:

აზერბაიჯანი 160 მილიონი დოლარი, ნიდერლანდები 68 მილიონი, თურქეთი 41 მილიონი, შემდეგ მოდიან: გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი, კვიპროსი, საფრანგეთი. ჩინეთი, ყაზახეთი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში ასეთია:

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 207 მილიონი, საფინანსო სექტორი 41 მილიონი, დამამუშავებელი მრეწველობა 30 მილიონი, მშენებლობა 25, უძრავი ქონება 20 მილიონი, ენერგეტიკა 9, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა 7, სამთომოპოვებითი მრეწველობა – ერთი მილიონი.

კომერსანტი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]