ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

გილოცავთ! ქართული ფილმი “დედა” იტალიის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ქართული ფილმი დედა” რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება იტალიის 23-ე Corto Imola Festival-ის გამარჯვებულია, რის შესახებაც ფილმის რეჟისორი რატი წითელაძე სოციალურ ქსელში წერს:

რეჟისორმა რატი წითელაძემ, პოეტური შავ-თეთრი ფილმის საშუალებით, რომელშიც დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს. შეძლო რეალური ისტორიის დრამის ჩვენება: მარტოხელა დედა, იძულებულია საკუთარი შვილის არსებობა დამალოს საზოგადოებისგან, რომელსაც მხოლოდ განკიცხვა შეუძლია.” – Corto Imola Festival

ფესტივალზე შესული1587 ხმიდან “დედა”-მ ყველაზე ბევრი ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ იტალიურ ფილმს 74 ხმით გადაასწრო.

ბოლო თვის მანძილზე ფილმმა უკვე 4 მთავარი პრიზი მოიპვა საერთაშორისო ფესტივალებზე: 20th Faludi Filmszemle, უნგრეთი. V Mostra de Curtmetratges per la Identitat, ესპანეთი. 5th Tetova International Film Festival, მაკედონია.

“დედა” უკვე მსოფლიო მაშტაბით100-ზე მეტ ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენენები. ფილმს ასევე მოპოვებული აქვს პრიზები ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე…

საქართველოში, 40,000-მდე მარტოხელა დედაა, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს შევხვდი, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო მარტოხელა დედებს. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ გმირი დედების მიმართ.

ავტორი: გვანცა ჩხიკვაძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა პოლიციას იარაღი ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა – 1990 ...