ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

(I-ნაწილი) სასარგებლო და გამოსაყენებელი თქმულებანი გამოჩენილ ძველ ბერძენთა

(I-ნაწილი) სასარგებლო და გამოსაყენებელი თქმულებანი გამოჩენილ ძველ ბერძენთა

1.ოთხი რამე კაცსა გახდის ხარბსა:

შიში უქონლობისა, რიდი სხვის მსახურებისა, შური სხვების მიმართ, სიმრავლე შვილთა.

2.ოთხი რამით წარმოდგება სიხარბე:

ქურდობით, ფიცის გატეხვით, სიცრუით, კაცის მკვლელობით.

3.ოთხი რამით გასაწყლდება კაცი:

დიაცებისაგან, ყომარბაზობისაგან, ცუდ ამხანაგებისაგან, შფოთობისაგან.

4.ოთხი რამით შერცხვება კაცი:

გლახაგობით, შეურაცხყოფით, სხვის ხვეწნით, ამხანაგთაგან გაძევებით.

5.ოთხი რამე მოსდევს გლახაკობას:

ბოროტი მოქმედება, თავის შერცხვენა, ჯანის გაფუჭება, ოჯახის ამღვრევა.

6.ოთხი რანის ზრუნვა მართებს ქმარსა თავის ცოლზედ:

მუდამ გაერთებული საქმით მორიდება თავისა, შეძლებისდაგვარად ცხოვრება, ზომიერი ჩაცმა.

7.ოთხი რამეა უფასო:

სწავლა, ჯანმრთელობა, თავისუფლება სათნოება.

8.ოთხი რამეა დაუბრუნებელი:

ქვა ხელიდან ნატყორცნი, სიტყვა პირიდან გამოშვებული, გარდასული ჟამი, გავლილი შემთხვევა.

9.ოთხი რამეა გაუქრობელი:

ცეცხლი, მიწა, ჯოჯოხეთი, დედაკაცი.

10.ოთხი რამეა უსარგებლო მისაღები:

თქვლეფა, ჩაფიქრება, გამოძიება, დაღონება.

11.ოთხი რამე მართებს შეგირდსა:

მასწავლებლის პატივისცემა, სმენის მოწადინეობა, ხშირად განმეორება ნასმენისა, რჩევის კითხვა მეცნიერთაგან.

12.ოთხ რამეს ვერ მისწვდება კაცი გაურჯელად:

საქებრობას, უმაღლეს სწავლას, სიმდიდრეს, ბატონობასა.

13.ოთხი რამეა თვალის საამური:

მშვენიერება, სხვადასხვა ფეროვნება, გარეგანი შეხედულება, სიწმინდე ჰაერისა.

15.ოთხი რამე მართებს აღსარების მთქმელთა:

აღსარება პირითა, სინანული გულითა, გარდახდა საქმითა, შედგომა კეთილ საქმისა.

ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ,,სასარგებლო და გამოსაყენებელ თქმულებებს გამოჩენილ ძველ ბერძენთა“ შესახებ. ყოველდღე 15-15 ახალი სასარგებლო თქმულება იქნება გამოქვენებული ვებგვერდზე GNN.GE ,,ეს საინტერესოას“განყოფილებაში. (I-ნაწილი)

თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ საიტზე!!!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

იურისტის რჩევები: როგორ ჩავიდეთ და მოვძებნოთ სამსახური ლონდონში

ლონდონში სამსახურიში მოწყობა სამუშაო ვიზის და ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე – პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ, თუ ...