რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

შალვა შავგულიძე: ,,თუ პრეზიდენტს ,,ქართული ოცნება“ დანიშნავს, მაშინ მას სრულად გააკონტროლებს“

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიდძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე საუბრობს.

-ბატონო შალვა, თქვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობთ. რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას და როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

უკვე ცნობილია, რომ კომისია აპირებს, კონსტიტუციური ცვლილება განახორციელოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცუდი იქნება. ამით მოხდება ხელისუფლების სრული უზურპაცია. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც მმართველი ძალის კონტროლის ქვეშ არ არის მოქცეული. თუ ასეთი კონსტიტუციური ცვლილებები გატარდება და პრეზიდენტს ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს, მაშინ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის ცალსახა კონტროლი იქნება.

-თქვენი პოზიცია როგორია?

ცხადია, ჩვენ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად ეს კომისია კონსტიტუციის გასაკეთილშობილებლად კი არა, მმართველი ძალის ინტერესების გასატარებლად არის შექმნილი.

-ამის არგუმენტის დასახელება შეგიძლიათ?

თუნდაც ის, რომ კომისიამ აპრილის ბოლომდე უნდა იმუშაოს. სამ თვეში უნდა დაასრულოს ამ კომისიამ მუშაობა. მოგეხსენებათ, იანვარი ადადეგების თვეა. სამ თვეში არათუ კონსტიტუციური ცვლილების გატარება და სერიოზული კონსენსუსის მიღწევა, უბრალოდ, ჩამოყალიბებაც კი შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, რომ კომისიის სუბიექტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა, კომისიამ უნდა იმსჯელოს ამ ყველაფერზე, შეჯერდეს რაღაც პოზიციებზე და შემდეგ ეს ყველაფერი საკანონდებლო ინიციატივის ფორმით ჩამოაყალიბოს.

ამ ყველაფერს როგორ შეიძლება, სამი თვე ეყოს?! ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ალბათ, ,,ქართული ოცნებას“ წინასწარ აქვს განსაზღვრული, თუ რა კონკრეტულ ცვლილებებზე იმუშავებს. ერთი საკითხი, სავარაუდოდ, იქნება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და მის გაფორმებას სახელმწიო საკონსტიტუციო კომისიის სახელით ნამდვილად ეყოფა სამი თვე.

კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ პრეზიდენტს არ მიეცა შესაძლებლობა, კომისიის თანათავმჯდომარე ყოფილიყო. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ არა.

-უმრავლესონის მხრიდან არგუმენტები დასახელდა.

ეს არის მოგონილი არგუმენტი, რომ პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების უფლება, საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა და რომ ეს კომპეტენცია აქვს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, ეს გაუმართლებელი და სრულიად უსაფუძვლო მიზეზია. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება აქვს 200 ათას ადამიანს და რა ვქნათ, 200 ათასი კაცისგან შემდგარი კომისია შევქმნათ?!

კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება არ აქვს არცერთ მეცნიერს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტს და არ ჩავრთოთ ეს საზოგადოება კომისიის მუშაობაში?! რა თქმა უნდა, აქ ლოგიკა არ არის.

ასევე გაუგებარია, რა ლოგიკით არის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეთავაზებული მხოლოდ 2 ადგილი, მაშინ როცა 23 წევრით არის საპარლამენტო უმრავლესობა კომისიაში წარმოდგენილი.

-მიუხედავად ამ კითხვის ნიშნებისა, რომლებიც გაქვთ, მაინც მონაწილეობთ კომისიის მუშაობაში?

დიახ, მიუხედავად ამ ნეგატიური გარემოებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, კომისიაში მონაწილეობა მივიღოთ და აქტიური შეწინააღმდეგებითა და ჩართულობით უფრო ეფექტურები ვიყოთ, ვიდრე უარი ვთქვათ და უბრალოდ პროტესტი გამოვხატოთ კომისიის მიღმა. ჩვენ ვერთვებით მუშაობაში იმ იმედით, რომ ნეგატიურ ცვლილებებს შევეწინააღმდეგოთ. ვნახოთ, რამდენად გამოგვივა.

-კონკრეტულად რა შეთავაზებები, წინადადებები გექნებათ კომისიისთვის?

სამი შეთავაზება გვექნება: ერთი, საარჩევნო სისტემის შესახებ – მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს, რაც იყო ,,ქართული ოცნების“ დაპირება ამომრჩევლისდამი.

მეორე შეეხება სამართლის სფეროს, კონკრეტულად, პროკურატურას. არსებული მოდელი, როგორც ჩანს, არ ამართლებს. სახეზე გვაქვს პოლიტიზებული პროკურატურა. ბოლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა პროკურატურის შესახებ კანონში, ვენეციის კომისიის მიერ არ იქნა დადებითად შეფასებული. ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ პროკურატურის სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოიყვანონ.

მესამე შეთავაზება იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს კომპეტენცია და მიეცეს საერთო სასამართლოების შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შეფასების უფლება. ჩვენ ვნახეთ სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც ,,ტალღებად“ მოინათლა, რითაც დასრულდა. ფაქტობრივად, სრული კონტროლი მოხდა როგორც იუსთიციის უმაღლეს საბჭოზე, ისე საერთო სასამართლოთა სისტემაზე.

კონტროლი იმდენად დიდია, რომ პერსონალიებიც კი არ არის შეცვლილი. უპირატესად ახალი ვადით დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომელთა მიერ ჩადენილი უსამართლობის გამოსწორების ლოზუნგით მივიდა ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ამ მოსამართლეების საქმეები ყველაზე ნეგატიურად არის შეფასებული ევროპული სასამართლოს მიერ. მათ თავი გამოიჩინეს წინა ხელისუფლების მსახურებაში.

წყარო: გაზეთი ,,ახალი თაობა“.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

სასწრაფოდ! თბილისში, ლიფტის შახტაში 9 წლის გოგონა ჩავარდა და დაიღუპა

9 წლის მარიამი საკუთარი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “კვირა” ავრცელებს. ...