ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

(III-ნაწილი) ოთხი რამით კაცსა ეხალისება სწავლა

(III-ნაწილი) სასარგებლო და გამოსაყენებელი თქმულებანი გამოჩენილ ძველ ბერძენთა

1.ოთხი რამე კარგია ქვეშევრდომთა ბატონობისა:

პატივისცემა უფროსთა, სიმშვიდე ყველასთან, ცოტა ლაპარაკი, ცალკე ცხოვრება.

2.ოთხი ხასიათი აქვთ ბატონთა:

დასაკუთრება რაიმესი, გაუკითხაობა გლახაკთა, სიძლიერე ბოროტებისა, შეურაცხყოფა პატიოსნებისა.

3.ოთხი კაცი ყოფილან უმაღლესნი საცნობელნი:

სოლომონ, ვითარც ბრძენი; არისტიტეკე, ვითარც ფილოსოფოსი; ვირგილიოს, ვითარც პოეტი და პავლე, ვითარცა მოციქული. პირველი ამბობდა სიბრძნესა, მეორე ფილოსოფოსობას, მესამე ენის მეტყველებას, მეოთხე სული ცხოველი სარწმუნოებისა.

4.ოთხი რამით კაცსა ეხალისება სწავლა:

პატივის მოყვარეობით, კითხვის ადვილებით, გამდიდრების სურვილით, ღვთის ნიჭით.

5.ოთხი რამე ვერ მოიპარვის კაცთაგან:

სწავლა, საწადელი, ხელობა, ჭკუა.

6.ოთხი რამე დიდად ქების ღირსია:

რჩევის კითხვა, ცხოვრება თავის მონაგებით, შებრალება შეუძლოთა, გაცემა წყალობისა.

7.ოთხი რამე უნდა კაცმან ნიადაგ დაიხსომოს:

სრული სიყვარული ამხანაგისა, კეთილი ლაპარაკი ყველას შესახებ, გაწვრთნა უსწავლელისა, მუდამ პატივისცემა მოხუცისა.

8.ოთხი საქმეა მეტად საქები:

ყოველთვის კეთილი, დაცვა სიმართლისა, ხელის აპყრობა დაცემულთა, შველა ნატრულთა.

9.ოთხი რამე საჭიროა სასამართლოში:

პატივი, გამოცდილება, დასჯა დამნაშავისა, ქმნა სიკეთისა.

10.ოთხი რამით ჰკარგავს სამართალი:

სიყვარულის გამო, სიძულვილის გამო, შიშის გამო, სარგებლობის გამო.

11.ოთხი რამე მართებს მოსამართლესა:

სმენა სათნოებით, პასუხობა ქველობით, რჩევა ცხადობით, დასკვნა დანამდვილებით.

12.ოთხი რამე ემჩნევა მოღალატეთ:

სიტკბო ენისა, სიშხამე ნაღველისა, ცრუ სიცილი პირისა, სიბოროტე საქმისა.

13.ოთხი რამით კაცნი მდიდრდებისან:

სიცრუითა, სიხარბითა, ცდილობითა, მიმდევრობითა.

14.ოთხი რამე ემართებათ კაცთ უფულოთა:

დამცირება თავისა, გასაწყლება, შიმშილი, ავადმყოფობა.

15.ოთხი რამეა საძაგელი:

ურჩობა რჩევისა, ბოროტიჩვეულება, ცდილობა რაც თავს არ მოვა და საკუთრება სხვის მონაგებისა.

ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ,,სასარგებლო და გამოსაყენებელ თქმულებებს გამოჩენილ ძველ ბერძენთა“ შესახებ. ყოველდღე 15-15 ახალი სასარგებლო თქმულება იქნება გამოქვენებული ვებგვერდზე GNN,GE ,,ეს საინტერესოას“განყოფილებაში. (III-ნაწილი)

თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ!!!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: ბექა წოწონავა

x

ასევე ნახეთ

იურისტის რჩევები: როგორ ჩავიდეთ და მოვძებნოთ სამსახური ლონდონში

ლონდონში სამსახურიში მოწყობა სამუშაო ვიზის და ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე – პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ, თუ ...