ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დღეს საძმო სასაფლაოებს მიასკდებიან ფარისევლები და არჩევნების წინ ქულის ჩაგდებას ეცდებიან – თევზაძე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე სოციალური ქსელის საშუალებით 2008 წლის 8 აგვისტოს იხსენებს:

facebook“დღეს 8 ავისტოა, 2016 წლის 8 აგვისტო. დღეს საძმო სასაფლაოებს მიასკდებიან ფარისევლები და არჩევნების წინ, სისხლის გამყინავი ლექსიკით საკუთარ ყულაბაში კიდევ ერთი პოლიტიკური ქულის ჩაგდებას ეცდებიან. ასე-ამგვარად, ქართული ტრაგედია გადაიქცევა ფარსად და სამშობლოსათვის გაწირული კაცები კიდევ ერთხელ გაიწირებიან. დღეს მოხდება ეს …
დღეს კიდევ ერთხელ დამძიმდება დაღუპლთა დედების გული, ვინაიდან ქვეცნობიერი უკარნახებთ, რომ ვიღაცის პიარკაპანიის ელემენტებად ქცეულან თვითონაც და ჩვენც ამას ავიტანთ. საზოგადოება ვართ ასეთი, ყველაფერს ვიტანთ.
დღეს იშვიათ ადამიანს გაახსენდება , რომ დაღუპული ჯარისკაცის საფლავს სიჩუმე უხდება, ყველაზე დიდი ტკივილის გამოხატვა კი დუმილით ხდება… თუნდაც წუთიერი დუმილით…
P.S. სურათებზე შინდისის “გზაგასაყარია”, სიკვდილისა და უკვდავების გზაგასაყარი: ღმერთმა ეს პატარა შენობა შეარჩია, რომ 17 ვაჟკაცი სამოთხეში გადაეყვანა” – წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, ...