საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

როგორც ვერდიქტშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჭანკოტაძის სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზე არღვევს ადამიანის უფლებების შესახებ კანონს.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენით, საქართველომ ზურაბ ჭანკოტაძეს უნდა გადაუხადოს 20 000 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 15 000 ევრო ხარჯების კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბ ჭანკოტაძის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე სამართალდამცველმა ორგანოებმა 2004 წლის მარტში, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

2013 წლის დასაწყისში, 60 წლის ასაკში, ზურაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა. იგი საქართველოს სამოქალაქო ავიაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ზურაბ ჭანკოტაძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანი იყო. მის სახელს უკავშირდება აფხაზეთის ომის დროს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხოდ გამოყვანა.