29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

მთავრობა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცეს ქმნის

მთავრობა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის ოთხპუნქტიანი რეფორმათა პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

„რეფორმების გამოცხადების დღიდან მოყოლებული დღემდე აღვწერეთ 500-ზე მეტი მომსახურება. შედგენილია სრული ნუსხა იმ მომსახურებების, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან ღებულობს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტურად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ეს მიზნად ისახავს კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნას და მეტ გამჭვირვალობას, რომ კიდევ შემცირდეს, მათ შორის კორუფციის რისკები ამ სერვისების მიწოდების დროს. უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს დიმიტრი ქუმსიშვილი. ჩართული იქნება იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: BPN