ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დღეს, ილია მეორეს დაბადების დღეა – ცოტა რამ პატრიაქის შესახებ

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პა-ტრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეა.

უწმიდესი და უნეტარესი (ერისკაცობაში ირაკლი გი-ორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. კათალიკოს-პა-ტრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაი-ონიდან იყვნენ: მამა – გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი – სოფელ სნო-დან, დედა – ნატალია იოსების ასული კობაიძე კი – სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ ვლადიკავკაზში სახლი შეიძინეს, სადაც შემდეგ საქა-რთველოს მომავალი პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შე-მდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელ-ქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი – მღვდელმონო-ზვნად.

მღვდელმონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასუ-ლიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვა-წეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსა-ხურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმი-დესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპო-სად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სე-მინარიის – იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის – პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარ-ქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V გარდაცვალების შემ-დეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მო-საყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წწ).

1978-1983 წწ. კათალიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსო-ფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქე-ბის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლ-მადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასუ-ლიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყვე-ლების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმი-დესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირ-ჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმა-ტიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყ-ველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სა-სულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადა-სხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალ-ციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ აღდგა გელა-თის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქა-რთულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბრო-შურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმო-ძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებუ-ლებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინ-ანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყა-ლიბდა ახალგაზრდული ცენტრი “ძლევაი”, ჰუმანიტარული სამსახუ-რი, მომლოცველობის სამსახური და სხვა.
ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიც-ხვი 15-იდან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა – 53-მდე, სასულიერო პირთა – 1000-მდე. მოხდა კანონიზება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის – წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
2008 და 2011 წელებში საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ”ოქროს პერგამენტი” მიენიჭა.
საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE)
ულოცავს პატრიარქს დაბადების დღეს და სიდხანს სიცოცხლეს უსურვებს

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: კრწანისის ...