საზოგადოება

საბავშვო ბაღების როლი სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებასა და განათლებაზე

საბავშვო ბაღი „ფელიქსის“  პრიორიტეტს  ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა წარმოადგენს

რამდენად მნიშნველოვანია დღეს სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა,  რა როლი უჭირავს ქვეყანაში  საბავშვო ბაღებს . ჯეიმს ჰეკმანი, რომელიც ეკონომუკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, სკოლამდელი აღზრდის როლსა და მნიშვნელობას ასე აფასებდა: „ადრეულ ასაკში სწავლის დაწყება ხელს უწყობს სწავლას მომავალში და ადრეული წარმატებები განაპირობებს წარმატებას მომავალში“. მართლაც, სკოლამდელი განათლების მომსახურება ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში, კერძოდ,  იზრდება ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალი და შესაბამისად ხდება ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.

საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვების მოსწრების გაუმჯობესებას სკოლებში, მათ შორის მაღალი ნიშნებით შეფასების მატებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და ასევე უკეთეს საგანმანათლებო მიღწევებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვების გათვალისწინებით. მეტიც, ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლება, ეს არის ერთერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ თუნდაც ეკონომუკური განვითარების მიზნითაც განახორციელოს .

და მაინც, რამდენად განსაზღვრავს სკოლამდელი ასაკი ბავშვის შემდგომ გონებრივ განვითარებას, რა როლს თამაშობს საბავშვო ბაღი და რამდენად აუცილებელია სკოლამდელი განათლების მიღება, რომ პატარამ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, სწორედ ამ თემებზე  საუბრობენ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი თემურ თორდინავა  და საბავშვო ბაღი „ფელიქსის“ ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე.

ბატონო, თემურ რამდენად განსაზღვავს სკოლამდელი ასაკი ბავშვის შემდგომ განვითარებას და რა როლს ასრულებს ამ მიმართულებით საბავშო ბაღები?

ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკი, 2 -დან 6 წლამდე აღსაზრდელები, რომლებიც სააღმზრდელო სისტემაში გადიან სხვადასხვა მიმართულებით მომზადებას. ასევე ძალიან მნიშნველოვანია, მათი სკოლისათვის  მომზადება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვით 2015 წლის ოქტომბერში და ეს ერთი წელია მიმდინარეობს თბილისის ყველა საბავშვო ბაღში.  წელს 16 000 ზე მეტი აღსაზრდელი, რომელიც სკოლაში მიდის თბილისის საბავშვო ბაღებიდან, არის ამ პროგრამით მომზადებული და შესაბამისად,  ღრმად ვარ დაწრმუნებული, რომ ეს ნაკადი, რომელიც ახლა მიდის სკოლებში , წინა ნაკადებთან შედარებით, ბევრად უფრო მზად იქნება სკოლისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა მოიცავს მთელ რიგ უნარ-ჩვევების განვითარებას ჩვენს პატარებში, რომელიც მათ ეხმარება სკოლის სივრცეში ადაპტაციაში .

რა არის განსხვავებული ამ პროგრამაში, რაც წინა წლებში არ იყო და დამატებით რა მეთოდოლოგია შემოვიდა?

მეთოდურად არის ბევრად უფრო სრულყოფილი და დახვეწილი და მოიცავს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც ყველაზე მეტად ავითარებს ბავშვის ანალიზის უნარს და ბავშვს აჩვევს ანალიტიკურ აზროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ამავდროულად საგულისხმოა ერთი კომპონენტი , რომ აღნიშნული პროგრამის ძირითადი არის ის, რომ ეს არის ისეთ როლურ თამაშებზე აგებული პროგრამა, რომელიც არ იწვევს ბავშვის გადაღლას და თამაშის პრინციპით ხდება სწავლა. ანუ ბავშვებსაც სიამოვნებთ ეს ყველაფერი. ასევე მინდა დავამატო, რომ აღნიშნული პროგრამა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც დაინერგა თბილისის საბავშვო ბაღებში , 162 ივე საბავშვო ბაღში, მაგრამ ამ პროგრამას სჭირსება ბევრად უფრო განვითარება და დახვეწა და ამას რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯებისთვის, მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშნველოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აღნიშნულ სისტემაში.

მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამზადებას . ძალიან მნიშნველოივანი გამოწვევაა ეს საბავშვო ბაგა ბაღებისთვის. თქვენი აზრი იქნებოდა ძალიან საინტერესო ზოგადად რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, რატომ გაჩნდა საჭიროება? რამდენმა პედაგოგმა გაიარა გადამზადება და რამდენად ხდება უშუალოდ პრაკტიკაში ამის გამოყენება?

სააღმზრდელო მეთოლოდიური მიმართულება თბილისის საბავშვო ბაღებში და ზოგადად ჩვენს ქვეყენაში იყო და დღემდე რჩება ერთერთ მსხვილ გამოწვევად. სამწუხაროდ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არაფერი იყო გაკეთებული . ძალიან მნიშნველოვანია ფსიქოლოგების და ლოგოპედების როლი სკოლამდელ ასაკში, რადგან თუკი რაიმე პრობლემა არსებობს, მათ დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება და შესაბამისად, დროულად უნდა მოხდეს ჩარევა. წლების წინ აღნიშნული შტატი ძალიან ბევრ საბავშვო ბაღში გაუქმდა, გამომდინარე აქედან შემუშავდა პროექტი, რომლის საფუძველზეც პირველ ეტაპზე გადამზადდა 60 ფსიქოლოგი და 30 ლოგოპედი , რომელთათვისაც შეიქმნა ერთიანი ლიტარატურა, გზამკვლევები და ერთიანი სტრატეგია. ამ ეტაპზე სხვადასხვა საბავშვ  ბაღებში ხდება ფსიქოლოგების და ლოგოპედების შერჩევა და 2016 წლის სექტემბრიდან ყველა საბავშვო ბაღს ეყოლება ფსიქოლოგი და ლოგოპედი, რომლებიც იმუშავებენ ერთიანი სტრატეგიით და ერთიანი ლიტარატურით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შეიძლება აღსაზრდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ უშუალოდ მეთოდოლოგიურად , როგორც თბილისის ყველა საბავშვო ბაღში არის ერთიანი სტანდარტი, ერთიანი კვების მენიუები – ესეც ერთერთი რეფორმა იყო. ჩვენ ვთლით, რომ ფსიქოლიგების და ლოგოპედების რეფორმას გამაწყვეტი და გადაუდებელი აუცილებლობა ექნება. ეს იყო ასევე მშობლების მხრიდან მოთხოვნაც, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ვაწყდებით ამ მიმართულებით პრობლემებს.

„უპირველესად, დაგეთანხმებით, რომ სკოლამდელ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშნველობა ადამიანის შემდგომი განვითარებისათვის. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი იწყებს კომუნიკაციას სამყაროსთან, მიზეზ შედეგობრივი კავშირების დამყარებას, იღებს ინფორმაციას, უყალიბდება დამოკიდებულებები საკუთარი თავის  და გარემოს მიმართ, რომელშიც ის არის ინტეგრირებული. ამიტომ, ეს პერიოდი არის ძალიან სენსიტიური პროცესი, რადგან ეს არის ის პირველი შთაბეჭდილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითეული ადამიანისთვის, იმისთვის თუ როგორი იქნება ის უკვე ზრდასრულ ასაკში, თუ როგორ იქნება მისი რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული და როგორ იქნება პიროვნულად რეალიზებული. ჩვენს ყოველდღიურობაში სამწუხაროდ არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ თითქოს განათლება იწყება სკოლის ასაკიდან. ეს არავითარ შემთხევაში ასე არ არის . ეს პროცესი შეიძლება ითქვას, რომ დაბადებიდან იწყება და ამაში ძალიან დიდი როლი უჭირავს თითოეულ ჩვენთაგანს ანუ მშობლებს და უფროსებს, რომელთაც გვაქვს ურთიერთობა ბავშებთან. რაც შეეხება ჩვენი ბაღის გამორჩეულობას, თუ რა არის თვითონ ბაღი „ფელიქსის“ პრიორიტეტი. ეს არის ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა, რაშიც ვგულისხმობ ბავშვის იმ შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებას, რომელიც არის ყველაზე მნიშნველოვანი ინსტრუმენტი ბავშვთან მუშაობის პროცესში. აუცილებლად უნდა განსაზღვრო ბავშვის მიღწევის დონე, უნდა იცოდე მისი შესაძლებლობები, მისი ძლიერი მხარეები და სწორედ ეს უნდა იყოს შენი იარაღი, რათა გახვიდე სასურველ შედეგზე. ინტერესი აუცილებლად, რადგან შენ თუ თავიდანვე არ გაქვს გათვალისწინებული ბავშვის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარებიდან გამომდინარე მისი ინტერესების სფერო, შეიძლება ბავშვის ჩართულობის ხარისხი პროცესში დაკარგო.  სწორედ ამიტომ, ბავშვის შესალებლობები და ინტერესები, ეს არის ერთგვარი ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვინც ბავშვთან ურთიეთობს. ასევე ჩვენ გვაქვს მულტისენსორული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს ინფრომაციის მიღების 5 არხი. ეს შეიძლება იყოს მხედველობა, სმენა, აღქმა და ასე შემდეგ.  ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშნველოვანია შენი მუშაობის პროცესის დროს ეს ხუთივე ინფორმაციის მიღების საშუალება მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ბავშვთან ურთიერთობის დროს. ინფორმაცია, რომელსაც მათ აწვდით ადრეულ ასაკში აუცილებლად უნდა იყოს სენსორულად დატვირთული. ბავშვებს შეიძლება ითქვას რომ აქვთ სენსორული შიმშილი,  რაც გამოწვეული შეიძლება იყოს იქიდან  გამომდინარე, რომ მათ არ ჰქონდეთ დაკმაყოფილებული სენსორული ინტერესები, რომლებიც მისი განვითარებისთვის არის მნიშნველოვანი. ასევე ვეთანხმები იმასაც, რომ თამაშით სწავლება არის ყველაზე მნიშნველოვანი პროცესი, იმიტომ რომ თუკი შენ რაიმე ინფორმაციას აწვდი ბავშვს და ის ვერ ხედავს ამ ინფორმაციის საჭიროებას, თუ როგორ უნდა გამოიყენოს , არავითარ შემთხვევაში ის არ დაისწავლის. ყველა პროცესს აქვს თავისი მიზანი, რომელიც საბოლოოდ უნდა გავიდეს კონკრეტულ შედეგზე. ბავშვი თუ პრაკტიკაში ვერ ხედავს და ვერ აცნობიერებს, შესაბამისად ამის დასწავლა ვერ ხერხდება. ამიტომ ეს არის შემოქმედებითი და ბავშვებზე ორიენტირებული პროცესი“, – განამარტავს საბავშვო ბაღი „ფელიქსის“ ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე.

  • ქ-ნო ნინუ, მინდა გამოვყო ერთი მნიშნველოვანი საკითხი. ეს ეხება ინკლუზიურ და სპეციალური საჭირობების მქონე ბავშვებს. ამ კუთხით რა მეთოდებია და როგორი მიდგომებით აპირებთ მათთან მუშაობას?
  • ბაღი „ფელიქსის“ ორგანიზატორების ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს, ის რომ ჩვენ მივყვებით იმ იდეას, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდობი აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში მე ვთანამშრომლობდი განათლების სამინისტროსთან, ასევე ვიყავი ჩართული მონიტორინგის პროცესში, როგორც სკოლამდელი განათლების პერიოდში , ასევე ეს იყო სკოლებში და შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში. ამ თვალზარისით „ფელიქსის“ გუნდის გამოცდილება მაღალია და ის ტრანზაქციის პროცესი, რომელიც მნიშნველოვანია რომ განახორციელო ინკლუზიური განათლების პროცესში, ის ადამიანური რესურსი, თუნდაც მულტიდისციპლინალური გუნდი, რომელიც ძალიან მნიშველოვანია რომ არსებობდეს და იყოს, ამ ბაღს აქვს ამ ყველაფერზე წვდომა. თითონ ის ინდივიდუალური მიდგომა ზოგადად, ინკლუზიური განათლების ერთერთი შემადგენელი ნაწილია , რომელიც მათ შესაძლებლობებზე გადის და ასევე ძალიან მნიშნველოვანია განათლების პროცესში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ის მიმღებლობა, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს და ჩამოუყალიბდეს .
  • შერეული ასაკობრივი ჯგუფები არის ბოლო დროს ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც ასევე კანონშია შეტანილი და საკმაოდ ხმაურიანად განიხილეს კომიტეტის სხდომაზე. არსებობს თუ არა რაიმე კვლევა ან მტკიცებულება, რომ ერთი ასაკის ბავშვების ყოფნა ერთ ჯფუფში იძლევა უფრო დადებით შედეგს მათი განვითარებისთვის?
  • ამ თემასთან დაკავშირებით შეხედულებები მრავალფეროვანია, რადგან შესაძლებელია რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად ინტეგრირდნენ და ერთად ისწავლონ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის მეთოდიკა, რომელსაც თუ მოკიდებ ხელს და ამ მეთოდიკით მუშაობა, აუცილებლა უნდა იყო ამ მეთოდიკაში დატრენინგებული. კარგად უნდა იცოდე სწავლების ეს მიდგომა და იყო ძალიან გაწაფული ამ თვალსაზრისით, რადგან აქ არის ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგფებში არის დაჯგუფებების რამდენიმე ტიპი. მაგალითად, სამწლიანები და ხუთწლიანები ერთად ან ოთხწლიანები და ექვსწლიანები ერთად. რამდენიმე ვარიაცია არსებობს და შესაბამისად სწავლების მეთოდით არის სრულიად განსხვავებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას მედოთური სწავლებით, პირველ რიგში უნდა იღებდე პასუხისმგებლობას, რომ შენ იყო ამ საკითხში დასფეციალიზირებული. ეს თემა ძალიან საფრთხილოა და შესაძლოა სავალალო შედეგიც მოიტანოს , თუკი არ იქნებიან კვალიფიური კადრები.
  • როდესაც არის ასაკობრივი სხვაობა, შესაძლებელია ბავშვებს შესთავაზოთ მრავალფეროვნება. აქ ვგულისხმობ სოციალურ მრავალფეროვნებას, უნდა დაგეგმოთ ისეთი აქტივობები, სადაც ისინი იქნებიან ერთად ინტეგრირებულნი. ეს შეიძლება იყოს ხატვა, მუსიკა და ასე შემდეგ. ასევე უნდა გქონდეთ სხვა აქტივობებიც, რომლებიც გულისხმობს კონკრეტული ასაკობრივი ჯფუფისთვის რამის სწავლებას. იქნება ეს სკოლისთვის მომზადება თუ სხვა.
  • როგორ გეგმავს თქვენი ბაღი „ფელიქსი“ საბავშვო აღმზრდელობით პროცესში მშობლების ინტეგრირებას? რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?
  • მშობლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი რგოლია. მშობელთან თანამშრომლობა არის წამყვანი პროცესი, რომელიც უნდა განახორციელოს ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო გარემომ. კონკრეტულად ჩვენი ბაღის შემთხვევაში, არის ესე, რომ 3 თვეში ერთხელ ხდება ბავშვის შესაძლებლობების შეფასება და გადაფასება. ეს არის ის პერიოდი, როდესაც შეგიძლია თქვა, რომ რაიმე თვალსაზრისით გახვედი მიზანზე და არის თუ არა რომელიმე ბავშვის უნარი განმტიცებული. 3 თვეში ერთხელ მშობელს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია ბავშვის შესაძლებლობებზე, მისი განვითარების სფეროსთან მიმართებაში. იქნება ეს მეტყველება, შემეცნებითი სფერო თუ სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვხვდებით მშობლებს, ერთად დავსახოთ მომდევნო სამუშაო მიზნები და გეგმები, რათა ბაღის და მშობლის მოლოდინები იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში. ასევე ძალიან მნიშნველოვანია პერიოდულად ტარდებოდეს ინფორმაციული ტიპის ტრენინგები, რომელიც გულისხმობს, თუ როგორ უნდა მართო ბავშვის ქცევა პოზიტიური თვალსაზრისით, რა განმავითარებელი რა ასაკში უნდა შესთავაზო, როგორ დაამყარო უკუკავშირი, როგორ შეინარჩინო ბავშვის პოზიტიური ქცევა და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მშობლის როლი არის ყველაზე მნიშნველოვანი და ეს არის სწორედ ის სტრატეგია, რომელიც აუცილებლად გაგიყვანს შედეგზე.