ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ევროპაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ყინვის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ევროპაში ბოლო ორი დღის განმავლობაში ანომალიური ყინვის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის უმრავლესობას მიგრანტები და უსახლკაროები წარმოადგენენ.

10 ადამიანი დაიღუპა პოლონეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეცა, ზოგიერთ რეგიონებში კი მინუს 20-ს აღწევს. დიდთოვლობაა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, სადაც სიცივისგან შვიდი ადამიანი დაიღუპა. გერმანიის სამხრეთ ნაწილში მთიან რაიონებში ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა.

პრაღაში უჩეულო ყინვას გასული ღამით სამი ადამიანი ემსხვერპლა. სიცივის გამო სულ მცირე სამი მიგრანტი დაიღუპა ბულგარეთში.

სტამბოლში კი თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს.

ანომალიური ყინვაა მოსკოვშიც. ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსზე ქვემოთ დაეცა. ყინვისა და თოვლის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი. მეტეოროლოგების ცნობით, ეს ზამთარი რუსეთის დედაქალაქში ბოლო 120 წლის განმავლობაში ყველაზე ცივია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, ...