29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

გიორგი ჩოგოვაძე – ექვსი თვის მონამეცებით ტურისტების 18% მატება გვაქვს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისების ზრდის კუთხით ბოლო ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, საქართველს ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, პირველი ექსვი თვის სტატისტიკური მონაცემები ტურისტებისთვისა და საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით.

„საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა ერთ წელიწადზე მეტია დინამიურად იზრდება, ეს წლიც გამორჩეულია ამ თვალსაზრისით, ექვსი თვის მონამეცებით ტურისტების 18% მატება გვაქვს და 13% საერთაშორისო ვიზიტორებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენთან, მინდა ასევე სიხარულით ავღნიშნოთ შემოსავლებიც იზრდება ტურისტებთან ერთად, პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 48 მილიონი დოლარით მეტი შემოვიდა ქვეყნის ეკონომიკაშ,ი ვიდერე 2015 წლის პირველ კვარტალში”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

წყარო: კომერსანტი