მსოფლიო

ევროკავშირის მყუდრო კარტელი

 

ევროსკეპტიკურად განწყობილი “დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის” ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ნაიჯელ ფარაჟმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი “ევროკავშირის არშემდგარი პროექტის არქიტექტორებმა გაიტაცეს”. “ეს ყველაფერი ეხება დიდ ბანკებს და დაწესებულებას, რომელიც ევროკავშირის მყუდრო კარტელში მათ ინტერესებს იცავს. ფონდი მულტინაციონალურ კორპორაციებს იცავს და უგულვებელყოფს რიგითი ადამიანების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების დემოკრატიულ სურვილებს”, – აღნიშნა ფარაჟმა.

კამპანიის “ხმა მიეცი დატოვებას” ლიდერი მეთიუ ელიოტი კი ამბობს, რომ ევროკავშირში დარჩენა იქნება “უდიდესი რისკი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის”, ვინაიდან ბლოკი “ინსტიტუციურად უუნაროა გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ევრო და მიგრაციული კრიზისი”.

სარეიტინგო კომპანია “Moody-“-მა განაცხადა, რომ თუ “დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ეკონომიკური ზარალი პოტენციურ სარგებელს გადააჭარბებს, კრედიტზე გავლენა “მართვადი” იქნება. “დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს უნდა სურდეთ თავიდან აირიდონ ვაჭრობისა და კაპიტალის გადინების მასშტაბური შეფერხება, მათ შორის არსებული ღრმა ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გათვალისწინებით”, – განაცხადეს Moody-ში.