28/03/2024
Latest:
საზოგადოება

თამარ სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, დიდი ალბათობით, განათლების ხარისხის განვითაარების ეროვნულ ცენტრს ჩაიბარებს. როგორც ჟურნალისტებს განათლების ახალმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯლავამ განუცხადა, სანიკიძესთან მოლაპრაკებები ორ თანამდებობაზე მიმდინაროებს და ყოფილმა მინისტრმა არჩევანი განათლების ხასრისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობებს შორის უნდა გააკეთოს.

,,პრემიერმა თავიდანვე თქვა და ჩვენ ვცდილობთ ქალბატონი თამარი სისტემაში დავტოვოთ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება. რამდენიმე ადგილი მაქვს პრობლემური სადაც მისი წონა და გამოცდილება მჭირდება. ერთი არის საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობა, ფულის საკითხი რომ მიჭირს სწორედ ეს მიმართულებაა, იქ რომ თამარისნაირი მყავდეს, ძალიან მაგარი იქნება, ავშენდები, მე სხვა რამეებზე დავკონცენტრირდებოდი. მეორეა ხარისხის გაანვითარეება და ინტერნაციონალიზაცია. ესეც კრიტიკული ადგილია. რომელს აარჩევს თამარი უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი”, – განაცხადა მინისტრმა.

იმ შემთხვევაში თუ თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჩაიბარებს, რა ბედი ეწევა მის ახლანდელ ხელმძღვანელს გიორგი შარვაშიძეს? – EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ შარვაშიძე ამ თანამდებობას უბრალოდ აქამდე ითავსებდა და დარჩება მინისტრის მოადგილედ. ჯეჯელავამ სამინისტროში ადმინისტრაციული კადრების ნაკლებობაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,გიორგი შარვაშიძე ითავსებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას და აღარ შეითავსებს. ასევე ქეთი ნატრიაშვილი, გარდა იმისა, რომ არის მინისტრის მოადგილე, ითავსებს ინფრასტრუქტურის განვითარების  სსიპ–ის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, არც ადმინისტრაციის უფროსი მყავს, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მარტოს, დამოუკიდებლად მიწევს,” – აღნიშნა მინისტრმა.

წყარო: edu.aris.ge