ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სასწრაფოდ! ძმამ საკუთარი ძმა მშობლების თვალწინ მოკლა

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში ძმამ საკუთარი ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით, მშობლების თვალწინ მოკლა.

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა – 108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, ...