ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სანაგვედ ქცეული სოფლები და დახმარების მოლოდინში დაღლილი მოსახლეობა – რა ხდება ძეგვში!

ეს სოფელი ძეგვია, 21-ე საუკნეში. ამ ნაგვის ურნებიდან სულ რაღაც 5 მეტრში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. პატარებს  ნაგვის გროვასთან უწევთ სიარული. გარდა არაესთეტიკური სანახაობისა,  გაფანტული ნაგავი ანტისანიტარიას ქმნის, რაც თავის მხრივ დაავადებების გავრცელების რისკს ამაღლებს.

მოსახლება არსებული სიტუაციით აღშფოთებულია და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრისაკენ მოუწოდებს. თავის მხრივ გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძეგვში ძალას არ იშურებს სიტუაციის გამოსწორებისათვის. დასუფთავების სამსახური კვირაში 3-ჯერ მიდის და ნაგავი გააქვს. რამდენჯერმე აქციის ფარგლებში თავად მოსახლეობამ დაასუფთავა ნაგავსაყრელი.

არსებულ სიტუაციას ე.წ. ქუჩის ძაღლები იწვევენ. იმ ფონზე, რომ საქართველოში დღეს ცხოველების უფლებებზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ადამიანისა და წინადადებასაც ვერ დააყენებ, დააძინონ ძაღლები  ან წაიყვანონ თავშესაფარში, მოსახლეობა დილემის წინაშე დგას: იზრუნონ ძაღლების უფლებებზე თუ დაიცვან საკუთარი შვილები ინფექციური დაავადებებისაგან და ძაღლებისგან, რომლებსაც, მოგეხსენებათ არავითარი ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული და შესაძლოა მათმა ნაკბენმა ცოფიც კი გამოიწვიოს.

პროექტი: “გახდი შენი ქალაქის რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან ...