ეკონომიკა

EBRD-ი მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანების შეძენას დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტს დააფინანსებს.

პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის, ასევე, 2 მლნ ევრო გრანტის სახით.

პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას.

მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.